iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სახალხო დამცველის განცხადება დასაქმებულ პირთა გახშირებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით
იურიდიული სტატია

სახალხო დამცველის განცხადება დასაქმებულ პირთა გახშირებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით

1-03-2023, 14:07 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სიახლე / სახელშეკრულებო სამართალი 164 ნახვა
სახალხო დამცველის განცხადება დასაქმებულ პირთა გახშირებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დროს არასათანადო სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პირთა გახშირებულ საპროტესტო გამოსვლებს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების და მძღოლების პროტესტი, კომპანია „ბოლტის“, „ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერების აქცია და ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ოპერატორების საპროტესტო აქცია). მნიშვნელოვანია დამსაქმებლებმა გააცნობიერონ, რომ შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს საქართველოც, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს.

როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს დამსაქმებლებს, დასაქმებულების მხრიდან შრომის არსებით პირობებთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევებში (მიუხედავად იმ გარემოებისა, დაცულია თუ არა შრომით დავასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები), ჰქონდეთ დასაქმებულებთან აქტიური კომუნიკაცია, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავონ მათი ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული ქმედებებისგან. მითუმეტეს, არ მიმართონ ისეთ რადიკალურ ღონისძიებებს, როგორიც დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაა.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, დასაქმებულთა დისკრიმინაციის და შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს შესაბამისი საკითხი.

წყარო : საქართველოს სახალხო დამცველი

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებისთვის

საინფორმაციო შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის

ვრცლად

ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის

ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის

ვრცლად

გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების

ვრცლად

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp