iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » თხოვების ხელშეკრულებით პირს ქონება გადაეცემა დროებით სარგებლობაში
იურიდიული სტატია

თხოვების ხელშეკრულებით პირს ქონება გადაეცემა დროებით სარგებლობაში

20-02-2023, 17:52 ადვოკატი / iuristi / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / უძრავი ქონების რეგისტრაცია / სახელშეკრულებო სამართალი 310 ნახვა
თხოვების ხელშეკრულებით პირს ქონება გადაეცემა დროებით სარგებლობაში

თხოვება არის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას, გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობაში. ხელშეკრულებაში მონაწილეობს ორი მხარე — გამნათხოვრებელი და მონათხოვრე, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. თხოვების ხელშეკრულებისთვის არსებითია ის, რომ გამნათხოვრებელი მონათხოვრეს გადასცემს ნივთს სარგებლობაში არა მუდმივად, არამედ განსაზღვრული დროით, თანაც უსასყიდლოდ.

ზოგჯერ მონათხოვრეები ნათხოვარ ნივთს უკან აღარ აბრუნებენ ან უხეში ზემოქმედების შედეგად ნათხოვარ ნივთს სახე ეცვლება და მას ფუნდამენტური ღირებულება ეკარგება. სწორედ ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, სამოქალაქო სამართალი განსაზღვრავს და არეგულირებს თხოვებას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის მერვე თავის 615-ე მუხლით არის ცნობილი.

ნივთის მიმღები, ანუ ვისაც ათხოვეს ნივთი, თავის მხრივ, ვალდებულია ნივთს პასუხისმგებლობით, ყურადღებით მოეკიდოს და გამოიყენოს იმ მიზნებისთვის და იმგვარად, როგორც ხელშეკრულებაში იქნებოდა გათვალისწინებული. ასეთ პირს არ შეუძლია ეს ნივთი მესაკუთრის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს. ამასთან, იგი ვალდებულია, რომ მასზე ხარჯებიც გასწიოს, იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნებოდა ნივთის მოვლისთვის. ხოლო თუ საჭიროებისამებრ მოიხმარს ამ ნივთს, როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და დროსა და ხმარებასთან ერთად გარდაუვალია მისი ღირებულების შემცირება ცვეთადობის საპირწონედ და გაცვდება ნივთი ბუნებრივად, ამისთვის მონათხოვრის პასუხისმგებლობა არ დადგება.

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მიმღები ვალდებულია დაუბრუნოს ნათხოვარი ნივთი მესაკუთრეს იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადაც ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული, თუმცა, ხშირია შემთხვევა, როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით ვადა არ არის განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში, გამნათხოვრებელმა, ვინც ნივთი ათხოვა, შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება თუ გონებრივი ვადა იქნება გასული ამ ნივთის მიზნობრივად მოხმარებისთვის. მეტიც, თუ მიზანიც არ არის განსაზღვრული, ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, ხოლო თავის მხრივ, მიმღებს ნებისმიერ დროს შეუძლია დააბრუნოს ნივთი, მიუხედავად ხელშეკრულებაში გათვალისწინებული დაბრუნების დროისა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული გარემოებების გამო დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა ან შესასრულებელი სამუშაოს დროზე ადრე დასრულება. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ თუ გამნათხოვრებელს დაუდგა ისეთი მდგომარეობა, რომ გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ამ ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ეს ხელშეკრულება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თხოვების ხელშეკრულება

თხოვების ხელშეკრულება

ვრცლად

თხოვება

თხოვება

ვრცლად

ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები

ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები

ვრცლად

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ვრცლად

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp