iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში მოისმინა
იურიდიული სტატია

პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში მოისმინა

8-02-2023, 15:38 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / ადვოკატის ნომერი 181 ნახვა
პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში მოისმინა.


კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატებს 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს უპასუხა. მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობისთვის. მისივე თქმით, კომიტეტის საქმიანობა გასულ წელს საკმაოდ მასშტაბური და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის როგორც კომიტეტის წევრებს, ასევე კომიტეტის აპარატს.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული საქმიანობა და კომიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ზრუნვა.


საანგარიშო წელს კომიტეტმა ჩაატარა 52 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე კი კომიტეტმა განიხილა: 72 საკანონმდებლო ინიციატივა (305 კანონპროექტი) - მათ შორის 38 საკანონმდებლო პაკეტი (271 კანონპროექტი) და 34 ცალკეული კანონპროექტი. მათგან წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 6 საკანონმდებლო ინიციატივა (29 კანონპროექტი); 1 დადგენილების პროექტი (განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით); 7 საკანონმდებლო წინადადება (ყველა განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით); 2 პეტიცია (ორივე პეტიცია განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით); 2 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი; პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული 20 ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი 2 ალტერნატიული ანგარიში (მათგან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულია 7 ანგარიში); 2 ვაკანტურ თანამდებობაზე 21 პირის არჩევაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხი (ორივე განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით); 16 ორგანიზაციული და სხვა საკითხი.


2022 წელს კომიტეტმა განიხილა 20 ანგარიში, შექმნა 5 სამუშაო ჯგუფი, დაიწყო მუშაობა 1 თემატურ მოკვლევაზე, ხოლო სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით გაგზავნა 460 სადეპუტატო კითხვა. კითხვების ძირითადი ადრესატები იყვნენ აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებები. დასმული კითხვების თემატიკა მოიცავდა: მსჯავრდებულთა/ ბრალდებულთა უფლებებს, ადამიანის უფლებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტებში სოციალური საქმიანობას, შშმ პირთა საჭიროებებს, კორონავირუსზე რეაგირების ღონისძიებებს, ქალთა უფლებებს, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, განათლებას, ევროინტეგრაციას, სასამართლო სტატისტიკას, ადმინისტრაციულ წარმოებას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ბავშვთა უფლებებს და სხვა.


ამასთან, კომიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მხრივ.


მნიშვნელოვანი იყო კომიტეტისთვის ემუშავა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12-პუნქტიან გეგმაზე.


მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტში სულ შევიდა მოქალაქეთა 2508 განცხადება. მათზე რეაგირების სახით, კომიტეტიდან გაიგზავნა 1939 წერილი.
კომიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა და ერთობლივი ღონისძიება როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წელი შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წელი შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

ვრცლად

გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების

ვრცლად

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“

ვრცლად

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხარდაჭერის სერვისებით ისარგებლებს

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხარდაჭერის სერვისებით ისარგებლებს

ვრცლად

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp