iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ვის შეუძლება გახდეს უპატრონო მოძრავი ნივთის მესაკუთრე?
იურიდიული სტატია

ვის შეუძლება გახდეს უპატრონო მოძრავი ნივთის მესაკუთრე?

17-05-2023, 12:55 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 320 ნახვა
ვის შეუძლება გახდეს უპატრონო მოძრავი ნივთის მესაკუთრე?

ნივთი, რომელსაც მესაკუთრე მიატოვებს საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით, უპატრონო ნივთად ითვლება. უპატრონო მოძრავ ნივთს შეიძლება დაეუფლოს ყოველი პირი და გახდეს მესაკუთრე, მაგრამ კანონი ითვალისწინებს ამ წესიდან გამონაკლისებს. მოძრავ უპატრონო ნივთზე ნებისმიერი პირი ვერ შეიძენს საკუთრების უფლებას, თუ ნივთის მითვისება კანონითაა აკრძალული (მაგალითად, მიტოვებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა) და ვერც მაშინ, თუ უპატრონო ნივთის მითვისებით ირღვევა იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. დაკარგული ნივთის მპოვნელი ვალდებულია, ამის შესახებ განუცხადოს ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ანდა, თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს გადასცეს ეს ნივთი.

თუ დაკარგული ნივთის მისაღებად უფლებამოსილი პირი არ გამოჩნდა განცხადებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვნზე. ეს წესი არ გამოიყენება, ანუ მპოვნელი ვერ გახდება მესაკუთრე თუნდაც ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ მპოვნელისთვის ჯერ კიდევ ერთი წლის გასვლამდე გახდა ცნობილი მესაკუთრე, ან პოლიციაში უკვე განცხადებული იყო მესაკუთრის უფლება ნივთზე.

ნივთის მპოვნელს აქვს უფლება, უფლებამოსილი პირის მიერ ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მოსთხოვოს მას ჯილდო ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე ოდენობით და ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება (თუ ნივთი მპოვნელთან ინახებოდა). თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.

თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი ახალი ერთიანი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ანდა მოძრავი ნივთები ერთმანეთს შეერწყნენ, მაშინ ადრინდელი მესაკუთრეები ხდებიან ამ ახალი ნივთის თანამესაკუთრენი. წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ.

თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზედაც.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საკუთრების უფლება, მოძრავი ნივთი, უპატრონო ნივთი, მესაკუთრე, დაუფლება, მითვისება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნაპოვარი

ნაპოვარი

ვრცლად

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი

ვრცლად

ვინ ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად?

ვინ ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად?

ვრცლად

კეთილსინდისიერი შემძენი

კეთილსინდისიერი შემძენი

ვრცლად

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp