iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » რას ნიშნავს ფიზიკური პირი ქმედუნარიანია?
იურიდიული სტატია

რას ნიშნავს ფიზიკური პირი ქმედუნარიანია?

31-03-2023, 16:38 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 479 ნახვა
რას ნიშნავს ფიზიკური პირი ქმედუნარიანია?

ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა არის პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედების სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობის სრული მოცულობით შეძენა ასაკზეა დამოკიდებული. შვიდ წლამდე არასრულწლოვანი ქმედუუნაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს. მისი კანონიერი წარმომადგენელი მშობელი ან მეურვეა. თუკი შვიდ წლამდე არასრულწლოვანი მიიღებს მემკვიდრეობას, მისი მართვა მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიერ დაიშვება.

შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უფლებების ნაწილის განხორციელება შეუძლია, მისი კანონიერი წარმომადგენელია მშობელი ან მზრუნველი. მაგალითად, მას შეუძლია განკარგოს ჯიბის ფული, რომელიც მისცეს მშობლებმა, ჰონორარი, რომელიც საკუთარი გამომუშავებით აიღო და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუკი არასრულწლოვანმა რაიმე გარიგება დადო (მაგალითად, შეგროვილი თანხით იყიდა ძვირადღირებული ფოტოაპარატი), მშობლის ან მზრუნველის მიერ ამ გარიგების მოწონება მისი ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. თუკი მშობელი ან მზრუნველი ჩათვლის, რომ არასრულწლოვნის მიერ დადებული ეს გარიგება ეწინააღმდეგება მის ინტერესებს (მათ შორის, აღმზრდელობითსაც), ეს გარიგება ბათილია და უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა (იურიდიულად ამას რესტიტუცია ჰქვია) – თანხა დაუბრუნდეს არასრუწლოვანს, შენაძენი – გამსხვისებელს.

შეზღუდული ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა დგება ათი წლის ასაკიდან, ხოლო სისხლის სამართლის – თოთხმეტი წლიდან. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ არასრულწლოვნის მიერ სხვისი ქონების დაზიანება, მაგ. ფანჯრის ჩამსხვრევა. ასეთ შემთხვევაში მშობელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა.

შეიძლება ფიზიკური პირი ასაკის მიუხედავად გამოცხადდეს ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად. მაგალითად, ქმედუუნაროდ შეიძლება ჩაითვალოს სულით ავადმყოფი ან ჭკუასუსტი პირი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, თავად დაიცვას საკუთარი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები. ასეთი პირს სჭირდება მეურვე. რაც შეეხება შეზღუდულ ქმედუნარიანობას, შესაძლოა ასეთად ოჯახის წევრების თხოვნით გამოცხადდეს პირი, რომელიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ოჯახს და საჭიროა მისი უფლებების შეზღუდვა. პირის ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად გამოცხადება და შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს.

თვრამეტი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ფიზიკური პირი ხდება სრულწლოვანი და შესაბამისად, ქმედუნარიანიც. სრულწლოვანი პირი აღარ საჭიროებს კანონიერ წარმომადგენელს და შეუძლია, თავისი უფლებები თავად განახორციელოს და მოვალეობების გამოც თავად უნდა აგოს პასუხი.

იურიდიული პირის ქმედუნარიანობა წარმოიშობა იურიდიული პირის რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის მომენტიდან.რადგანაც იურიდიული პირის არსებობა–არარსებობის საკითხი სწორედ მის რეგისტრაციაზეა დამოკიდებული. ქმედუუნარობისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის ფიზიკური პირებისათვის დამახასიათებელი შემთხვევები იურიდიულ პირზე არ ვრცელდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ფიზიკური პირების ქმედუნარიანობა

ფიზიკური პირების ქმედუნარიანობა

ვრცლად

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

ვრცლად

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ვრცლად

მშობლების უფლებები შვილების მიმართ

მშობლების უფლებები შვილების მიმართ

ვრცლად

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp