Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა

იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 294-ე მუხლის IV პუნქტის მიხედვით,  იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა.

უფრო მარტივად,რომ ვთქვათ, პრაქტიკაში, როდესაც  ბანკი იპოთეკური სესხის აღებისას  ხელშეკრულებაში გვაპარებს და ზეპირსიტყვიერად გვაფრთხილებს,რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისების უფლება არ გვაქვს,  გვეკრძალება ან შეზღუდული გვაქვს ეს არაკანონიერია!!!


მსგავსი შეთანხმება ბათილია, ანუ ის პუნქტი სადაც გვიწერენ და გვითიტებენ, რომ ამ ქონების სესხის დაფარვამდე ან 1 წლის მანძილზე იპოთეკით დატვირთულ ნივთზე გასხვისების უფლება არ გაქვთ არაკანონიერია ბანკის მხრიდან და თქვენ გიცავთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 294- მუხლის IV პუნქტის მიხედვით

თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კრედიტორების თანხმობაზე.


იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დაუშვებელია ნივთის ბრუნვაუნარიანობის შეზღუდვა. ამით,ერთი მხრივ, დაცულია მესაკუთრის ინტერესი და,მეორე მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა.შემძენს არ სჭირდება იმაზე ფიქრი,აქვს თუ არა მესაკუთრეს ნივთის გასხვისების უფლება,იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით.


294 IV მუხლის დართვევით მიღწეული შეთანხმება ბათილია. გამორიცხულია,აგრეთვე,ნივთის დატვირთვის,გასხვისების ან სარგებლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა.


ხელშეკრულებაში ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში,მისი დანარჩენი ნაწილი ნამდვილი რჩება,თუმცა,თუ რეესტრისათვის წარდგენილი განცხადება შეიცავს ამ დებულებას და მხარეები არ აპირებენ მის ამოღებას,მაშინ რეესტრმა მთლიანად განცხადების რეგისტრაციაზე უნდა თქვას უარი,რადგან რეესტრის სამსახურს არ შეუძლია განცხადების ნაწილობრივი რეგისტრაცია ან რეესტრში ისეთი დათქმის დაფიქსირება,რომელიც მის ჩანაწერს არასწორად აქცევდა.


კანონის იმპერატიული დანაწესები გამორიცხავს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას,რომელიც ეფუძნება იპოთეკარის რეალიზაციის ინტერესს და აფერხებს ამ მიზნით დატვირთული ნივთების გასხვისებას,მისით სარგებლობას,შემდგომ დატვირთვას ან ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მას.


შეთანხმება,რომელიც იპოთეკასთან პირდაპირ კავშირში არ არის,ნამდვილია,მაშინაც კი, როდესაც ხელშეკრულების მეორე მხარე იპოთეკარია.


მაგალითად, შეთანხმება უპირატესი შესყიდვის ამ მიწის ნაკვეთის დანაწევრების,ან გაერთიანების გამორიცხვის შესახებ ნამდვილია.

როცა სადავოა ისეთი ჩანაწერის ნამდვილობა,რომელიც ნივთის გასხვისებას,დატვირთვას ან სარგებლობას ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად ასახელებს,ერთი მოსაზრებით,ასეთი შეთანხმებაც ბათილია.


ამ მოსაზრების საპირისპიროდ გაუმართლებელი ჩანს ერთიანად ყველა მსგავსი ჩანაწერის ნამდვილობაზე უარის თქმა.ამოსავალი წერტილი 294 IV მუხლის გამოყენებისა არის ის,რომ კრედიტორის გაბატონებული პოზიცია,ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვას.


ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს,სახეზეა თუ არა განკარგვის უფლებამოსილების ამ ინტენსივობით შეზღუდვა და,შესაბამისად,შეთანხმების გაბათილების საფუძველი-მოშლის შეთანხმება მხოლოდ მაშინ არის არანამდვილი,თუ ის მესაკუთრის თავისუფლებას ზღუდავს იმგვარად,რომ ფაქტობრივად უთანაბრდება გასხვისებისა და დატვირთვის აკრძალვას,მაგალითად,თუ მოშლა მესაკუთრეს ეკონომიკურად ისე მძიმე და უიმედო მდგომარეობაში აყენებს,რომ ის რეალურად არასოდეს გაასხვისებს დატვირთულ ნივთს.

294 IV მუხლის დადგენილი წესიდან მუხლის მეხუთე ნაწილში თავად კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს.მესაკუთრეს შეიძლება აეკრძალოს აღნაგობის უფლებით მიწის ნაკვეთის დატვირთვა.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები