Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სახლიდან გამოსახლება

სახლიდან გამოსახლება


როდესაც მესაკუთრის ან/და მფლობელის უძრავი ნივთის ხელყოფას ან მისი გამოყენების სხვაგვარად ხელშეშლას აქვს ადგილი ისეთი პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია ამ უძრავი ნივთის მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლება, მესაკუთრეს მისი გამოსახლების მიზნით უფლება აქვს:

1) პოლიციაში განცხადების შეტანის გზით 

2) ან სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით მოახდინოს უკანონო მესაკუთრეთა გამოსახლება.

ქონების მესაკუთრის მიერ, სასამართლოს მეშვეობით, თავისი საკუთრების უფლების დაცვის სამოქალაქო- სამართლებრივი საშუალებებია: ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელები.

ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც  მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაცია ეს არის, მესაკუთრის მიერ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა.

თუკი უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთი მოისპობა, ასეთ შემთხვევაში სარჩელის საფუძველიც შეიცვლება და სავინდიკაციო სარჩელის ტრანსფორმაცია მოხდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად.

ვინდიკაციური სარჩელი დაკმაყოფილდება, თუ

მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე- უძრავი ნივთის შემთხვევაში დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, მოძრავი ნივთის შემთხვევაში - შესაძლებელია სხვადასხვა უტყუარი მტკიცებულებების გამოყენებით.

ნივთის მფლობელს ანუ მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

როდესაც საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია ხელშემშლელს მოსთხოვოს  მართლსაწინააღმდეგო მოქმედების აღკვეთა და შემდეგ მიმართოს სასამართლოს ნეგატორული სარჩელით.

აღსრულების ეროვნული ბიურო ახალი ინიციატივით ,მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება. 

ანუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა  საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც სავალდებულო ხდება სასყიდიანი  ხელშეკრულობები (იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებები) დარეგისტრირდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში. იმ შემთხვევაში, თუკი თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით იქნება პრეტენზია, პირს შეუძლია თანხის მოთხოვნის დაკმაყოფილების მოთხოვნით  მიმართოს არა სასამართლოს, არამედ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შესაბამისად, იგი 30-დღიანი კალენდარული ვადის ფარგლებში იქნება უფლებამოსილი, იძულებითი სააღსრულებლო  წარმოება მოახდინოს - დააყადაღოს  უძრავ-მოძრავი ქონება და ამოღებული თანხით დააკმაყოფილოს კრედიტორის  ინტერესები და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები