Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

დაშვებულია თუ არა იპოთეკით დატვირთულ ნივთზე გასხვისების აკრძალვა?

დაშვებულია თუ არა იპოთეკით დატვირთულ ნივთზე გასხვისების აკრძალვა?


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 294-ე მუხლის IV პუნქტის მიხედვით,  იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა. უფრო მარტივად,რომ ვთქვათ, პრაქტიკაში, როდესაც  ბანკი იპოთეკური სესხის აღებისას  ხელშეკრულებაში გვაპარებს და ზეპირსიტყვიერად გვაფრთხილებს,რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისების უფლება არ გვაქვს,  გვეკრძალება ან შეზღუდული გვაქვს ეს არაკანონიერია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 294-ე მუხლის IV პუნქტის მიხედვით თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კრედიტორების თანხმობაზე.

იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დაუშვებელია ნივთის ბრუნვაუნარიანობის შეზღუდვა. ამით,ერთი მხრივ, დაცულია მესაკუთრის ინტერესი და,მეორე მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა.შემძენს არ სჭირდება იმაზე ფიქრი,აქვს თუ არა მესაკუთრეს ნივთის გასხვისების უფლება,იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით.

294 IV მუხლის დარღვევით მიღწეული შეთანხმება ბათილია. გამორიცხულია,აგრეთვე,ნივთის დატვირთვის,გასხვისების ან სარგებლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა.

ხელშეკრულებაში ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში,მისი დანარჩენი ნაწილი ნამდვილი რჩება,თუმცა,თუ რეესტრისათვის წარდგენილი განცხადება შეიცავს ამ დებულებას და მხარეები არ აპირებენ მის ამოღებას,მაშინ რეესტრმა მთლიანად განცხადების რეგისტრაციაზე უნდა თქვას უარი,რადგან რეესტრის სამსახურს არ შეუძლია განცხადების ნაწილობრივი რეგისტრაცია ან რეესტრში ისეთი დათქმის დაფიქსირება,რომელიც მის ჩანაწერს არასწორად აქცევდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები