Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება და ინდმეწარმის რეგისტრაცია

მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება და ინდმეწარმის რეგისტრაცია


ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგენოს წერილობითი განცხადება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქე − პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განცხადებაში უნდა მიეთითოს -განმცხადებლის სახელი,იურიდიული მისამართი,პირად ნომერი,ხელმოწერა და ტელეფონის ნომერი.

საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” თანახმად, მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო და ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი, არამედ ფიზიკური პირი, რომელიც თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი.

ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგიტრაციისას აუცილებლია  სახელის მოფიქრება, რომლითაც შემდგომში სამეწარმეო საქმიანობა განახორციელდება. მეწარმის საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მეწარმის სახელი ან/და გვარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელის რეგისტრაციისას ის შეიცავდეს სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ დამატებას ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − „ინდივიდუალური მეწარმე“ ან „ინდმეწარმე“.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების რამდენიმე საფუძველი არსებობს:

პირადი განცხადება;ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება,სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, აგრეთვე მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა.ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.

როგორ ხდება მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება?

ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება ,რომლითაც საგადასახადო შეღავათებიც მოიპოვება.

სტატუსის მოპოვების ვადა 30 დღეა.

Საგადასახადო კოდექსის თანახმად თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა მაშინ მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება.ინდივიდუალური მეწარმე იხდის 500,000-ის მხოლოდ 1%-ს წელიწადში ბრუნვიდან, მაგრამ თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს 500,000 ლარს იბეგრება ბრუნვის 3%.

თუ მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში იმყოფებიან და მომსახურების გამწევი არის საქართველოს რეზიდენტი, ჩაითვლება რომ  მომსახურება საქართელოს ტერიტორიიდან შესრულდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში  გასწია მომსახურება.

ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი არ აქვს უფლება გაწიოს შემდეგი სახის მომსახურებები:

1. საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ლიცენზირებას ან ნებართვას. 2. საქმიანობა, რომლის განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება). 3. უცხოური სავალუტო ოპერაციების განხორციელება. 4. სამედიცინო, არქიტექტურული, სამართლებრივი ან სანოტარო, აუდიტორული, საკონსულტაციო  საქმიანობა. 5. აზარტული თამაშების ბიზნესი. 6. კადრების უზრუნვლყოფა 7. აქციზური საქონლის წარმოება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები