Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სამეწარმეო საქმიანობის დაწყება

სამეწარმეო საქმიანობის დაწყება


ბიზნესის რეგისტრაცია-ინდივიდუაური მეწარმე თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ?

ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) დასაწყებად მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირებაა საჭირო.

იმისათვის, რომ დაარეგისტრიროთ ბიზნესი, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ თქვენი საქმიანობისთვის მეწარმე-სუბიექტის რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა ყველაზე შესაფერისი. მეწარმე-სუბიექტის სამართლებრივი ფორმები სხვადასხვაგვარია და ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი შინაარსით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, არსებობს ბიზნესის შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები: ინდივიდუაური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგაოდება (კს) და კოოპერატივი (რკ).

შეზღუდული პასუხისმგებლობს საზოგადოება არის კომპანია, საწარმო რომლის პასუხიმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მხოლოდ თავისი ქონებით (შპს - ს ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებენ მისი დამფუძნებლები/პარტნიორები).

შეზღუდული პასუხისმგებლობს საზოგადოების პირველადი რეგისტრაციისთვის საკმარისია წესდების ან სარეგისტრაციო განაცხადის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა. შპს-ს კაპიტალი შესაძლოა განისაზღვროს ნებისმიერ ოდენობით.

საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს: 

 • მატერიალური და არამატერიალური ქონება,

 • სამუშაოს შესრულება

 • მომსახურების გაწევა.

წილი შპს-ს კაპიტალში მიმოქცევადი უფლებაა. პარტნიორებს უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებისამებრ გაასხვისონ ან დააგირავონ კუთვნილი წილი. წესდებით ასევე შეიძლება განისაზღვროს პარტნიორთა წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი და ის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს, საკუთარი სახელით, როგორც ფიზიკური პირი. ინდ. მეწარმე კრედიტორების წინაშე პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით.

როგორც წესი, ინდ. მეწარმე პირადად მართავს საწარმოს და პირადად უძღვება მის ყოველდღიურ საქმიანობას. ამასთან, შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურ საწარმოში დასაქმებული იყოს სხვა პირებიც.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები