Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ ხდება სამკვიდროს მიღება და ფაქტობრივი ფლობა

როგორ ხდება სამკვიდროს მიღება და ფაქტობრივი ფლობა


საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების 2 ფორმას: 

  1. განცხადების შეტანას შესაბამის ვადაში 
  2. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება 

სამკვიდროს მიღების უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის-მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან. სწორედ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრემ უნდა განაცხადოს საკუთარი უფლების შესახებ და მოითხოვოს სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. საპატიო მიზეზი წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს გარემოებების საპატიოდ მიჩნევის საკითხი. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსთვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. 

განცხადების შეტანისათვის დადგენილი 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოხდება მხოლოდ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების შემთხვევაში. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება შესაძლებელია გამოიხატოს მაგალითად, იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი, კომუნალური გადასახადების გადახდაში და სხვა.

თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტების არარსებობის გამო ვერ დაადგინდა ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, ქონებაზე საკუთრების უფლების მიღებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები