Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იტალიის მოქალაქეობის მიღება 2 წელიწადში, ახალი საიმიგრაციო კანონი

იტალიის მოქალაქეობის მიღება 2 წელიწადში, ახალი საიმიგრაციო კანონი
იტალიის მოქალაქეობის მიღება 2 წელიწადში, ახალი საიმიგრაციო კანონი
 
ახალი კანონი იტალიის მოქალაქეობის მისაღებად და საქმისწარმოების ვადები. 
 
2020 წლის 18 დეკემბერს დამტკიცდა კანონი ნომერი 173, რომლის თანახმადაც ცვლილებები შევიდა კანონის განკარგულებაში და დამტკიცდა კანონი, ცვლილებები შეეხო 130-ე კანონს. ასევე ახალი კანონი აკონვერტირებს სალვინის უსაფრთხოების განკარგულებას - იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ.
 
ახალი კანონის მიხედვით, შემოღებულია ახალი ვადები მოქალაქეობის მისაღებად (ქორწინებით ან საცხოვრებელი ადგილით) არსებული პროცედურების შესახებ. ახალი კანონის მე 4 მუხლი ადგენს 2 წლიან ვადას (24 თვე, შეიძლება გახანგრძლივდეს 36 თვემდე ობიექტური მიზეზების შემთხვევაში) ბიუროკრატიული პროცესების მაქსიმალური ზღვარი. 
 
პროცედურის დასრულებისთვის გათვალისწინებული ვადა იწყება მოთხოვნის წარდგენიდან, ანუ განაცხადის შეტანის დღიდან მაქსისმუმ 2 წელიწადში მიიღებ მოქალაქეობას. 
 
მოთხოვნა მოქალაქეობაზე : ქორწინებით ან ნატურალიზაციით
 
რაც შეეხება პირველ კანონს, რომელიც მიღებულ იქნა 1992 წელს, ნომერი 91 კანონი ამბობს,რომ უცხოელები რომლებიც დაქორწინდებიან იტალიელზე, შეუძლიათ მიიღონ მოქალაქეობა თუკი ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ პირობებს. ქვემოთ განვიხილავთ რა არის ეს პირობები:
 
1) იყოთ იტალიაში ლეგალურად მცხოვრები ქორწინებიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ მცხოვრები უცხოელებისათვის აუცილებელია 3წელი. ნებისმიერ შემთხვევაში მოლოდინის დრო ნახევრდება, თუ მეუღლეთაგან დაბადებული არიან შვილები. 
 
2) ჯერ კიდევ უნდა არსებობდეს საქორწინო კავშირი. არ უნდა არსებობდეს განცალკავების ან განქორწინების დებულება.
 
3) განმცხადებელი არ უნდა იყოს ნასამართლევი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების და სახელმწიფო პიროვნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. 
 
4) უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს მიიღოს მოქალაქეობა, არ უნდა იყოს ნასამართლევი შემდეგი მუხლით - გამონაკლისია დაუდევრობით ჩადენილი დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს არაუმეტეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას. 
 
5) პიროვნება არ უნდა იყოს ნასამართლევი საზღვარგარეთ, გამონაკლისია არაპოლიტიკური დანაშაულისათვის მაქსიმუმ 12 თვიანი სასჯელით. 
 
6) არ უნდა წარმოადგენდეს ერისთვის საფრთხეს. 
 
ექვსივე პირობა უნდა შესრულდეს ერთდროულად.
 
 
 
მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციით
 
მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციით ხდება - როდესაც უცხოელი ლეგალურად ცხოვრობს იტალიაში 10 წლის განმავლობაში (უწყვეტად 10 წელი). 
 
როგორც ქორწინების ასევე ნატურალიზაციის შემთხვევაში, ვინც გადაწყვეტს განაცხადის შეტანას მოქალაქეობის მიღებაზე, აღარ მოუწევს 4 წელი ლოდინი, როგორც ადრე იყო, ლოდინის მაქსიმალური ვადა იქნება 2 წელი. 
 
მოთხოვნა იტალიური ენის შესახებ რჩება B1
 
რაც შეეხება იტალიური ენის მოთხოვნას მოქალაქეობის მისაღებად, ამ ნაწილში ცვლილებები არ არის და ყოფილი მინისტრის სალვინის მიერ შემოღებული მოთხოვნა რჩება უცვლელად. ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოეთხოვება, ენის საერთო ევროპული საცნობარო ჩარაჩოს (Quadro Comune Europeo di Riferimento per le lingue, QCER) ცონდა B1 (შუალედური). 
 
ისინი ვინც წარადგენენ განცხადებას იტალიის მოქალაქეობის მისაღებად, განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ, ნებისმიერი დოკუმენტი , რომელიც ადასტურებთ რომ თქვენ ფლობთ იტალიურ ენას მინიმუმ B1 დონეზე. აღნიშნული დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს იტალიის: საგარეო საქმეთა სამინისტროს, კვლევისა და განვითარების სამინისტროს ან აღიარებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ. 
 
ენის სერტიფიკატი არ მოეთხოვა იმ პირებს, რომლებსაც აქვს უვადო ბინადრობის ნებართვა. Permesso di Soggiorno Illimitato. 
 
როგორ ხდება განაცხადის შეტანა მოქალაქეობაზე? 
 
მოქალაქეობის მსურველმა პიროვნებამ უნდა წარაგდინოს განცხადება პრეფექტურაში, იმ ქალაქში საადაც ცხოვრობს. 
ხოლო ისინი ვინც იმყოფებიან საზღვარგარეთ, განაცხადი უნდა შეიტანონ საკონსულოში. მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ასევე ონლაინ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. 
 
გისურვებთ წარმატებებს. 
სტატიის ავტორი: მედიატორის ადმნისტრაცია
აღნიშნული სტატიის გავრცელების დროს გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


 
 
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები