Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშრებული რჩევები

მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშრებული რჩევები
სამკვიდროს გახსნის დრო ადამიანის გარდაცვალების დრო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრეებზე მისი ქონების გადანაწილება უკვე შესაძლებელია. სამკვიდრო ქონება კი ის ქონებაა, რომელიც გარდაცვლილს ანუ მამკვიდრებელს სიცოცხლეში ეკუთვნოდა. მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავ–მოძრავი ქონების გარდა (სამკვიდრო აქტივი) მემკვიდრეებზე გადადის ის მოვალეობებიც (სამკვიდრო პასივი), რაც მამკვიდრებელს სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრეებს მამკვიდრებლის ვალების (კანონის ენაზე ამას კრედიტორების დაკმაყოფილება ჰქვია) გადახდაც მოუწევთ ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სამკვიდროს მისაღებად და ასევე მასზე უარის სათქმელად უნდა დავიცვათ კანონით განსაზღვრული ვადები.

სამკვიდროს მიღების ვადა მისი გახსნიდან ექვსი თვეა. სამკვიდროს მიღება ორი გზითაა შესაძლებელი:
– მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანის გზით;
– სამკვიდროს ქონების ფაქტობრივი დაუფლებისა და მართვის საშუალებით, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო.

 რომ სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ წარმოიშობა დავა მემკვიდრეებს შორის ქონების განაწილების, მემკვიდრეების არაინფორმირებულობის ან სხვა მსგავსი საკითხის გამო, ამიტომ სასურველია დროულად მოხდეს განცხადების შეტანა.

სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა სამი თვეა იმ მომენტიდან, როდესაც მემკვიდრემ შეიტყო ან უნდა შეეტყო სამკვიდროს მისაღებად მოწვევის შესახებ; სასამართლოს მიერ ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნას არაუმეტეს ორი თვისა.



დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ კონსულტაციაზე  საოჯახო დავების საქმის წარმოების პროცედურების, ვადების, მომსახურების საფასურსა და სხვა საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები