Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რატომ უნდა დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრების უფლება

რატომ უნდა დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრების უფლება


რა არის ინტელექტუალური საკუთრება?

-ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს. ინტელექტუალური საკუთრება შეადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც ასეთი ინტელექტუალურ საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. ეს უფლებები არ ეხება უშუალოდ მატერიალურ ობიექტებს, რომლებშიც განსახიერებულია შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი.  მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სპეციალური სამართლებრივი ნორმები და მექანიზმები,რომლებმაც ასახვა ჰპოვეს შესაბამის ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში , საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებში.

რა უფლებებს ეხება ინტელექტუალური საკუთრება?

(1) ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს;

(2) მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს;

(3) გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; 

(4) მეცნიერულ აღმოჩენებს; 

(5) სამრეწველო ნიმუშებს; 

(6) სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს;

(7) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.

რატომ უნდა დავიცვათ და ხელი შევუწყოთ ინტელექტუალურ საკუთრებას ?

-გონებრივ შრომით პროდუქციაზე უფლებების დაცვის სამართლებრივი სისტემის შექმნა ხელს უწყობს დამატებითი რესურსების გამოვლენას და სტიმულს აძლევს შემდგომ ინოვაციებს;

კაცობრიობის პროგრესი და კეთილდღეობა სისხლხორცეულადაა დაკავშირებული მრეწველობაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასა და კულტურის სფეროში განხორციელებულ შემოქმედებით სიახლეებთან;

ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს,რომ მომხმარებელს არ ექნებოდა საშუალება გაბედულად ეყიდა ნაწარმი ან მიეღო მისთვის სასურველი მომსახურება სასაქონლო ნიშანზე უფლებების საიმედო დაცვისა და ამ უფლებათა განხორციელების უზრუნველყოფის გარეშე, რაც კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნის საფუძველია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები