Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

არის თუ არა დაცული საავტორო უფლებები საქართველოში?

არის თუ არა დაცული საავტორო უფლებები საქართველოში?


საავტორო უფლებების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ნებისმიერ ქვეყანაში დიდ როლს ანიჭებენ.

საქართველოში საავტორო უფლებების დაცვას არეგულირებს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაშრომზე, რომელიც რაიმე ობიექტური ფორმით არსებობს. საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. როგორც ადვოკატი ნათია ნაკაშიძე აცხადებს, მიუხედავად კანონში საკმაოდ კარგად გაწერილი ნორმებისა, საავტორო უფლებები საქართველოში მაინც ირღვევა.

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას მოქმედი კანომდებლობა უზრუნველყოფს, თუმცა ხშირად ავტორები ამ კანონში ვერ ერკვევიან და არ იციან, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები. ჩვენს ქვეყანაში არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული ცენტრი ანუ „საქპატენტი“, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვას უზრუნველყოფს. ადამიანმა, რომელიც ამა თუ იმ გამოგონების, ან სამრეწველო ნიმუშის ავტორია, უნდა მიმართოს „საქპატენტს“, რათა თავისი საკუთრების რეგისტრაცია და აღრიცხვა უზრუნველყოს. გაცილებით რთულად არის საქმე შემოქმედებით სფეროში, ვინაიდან აქ ხშირად ხდება ინტელექტუალური საკუთრების წართმევა, მითვისება, ავტორის იგნორირება და მისი უფლებების შელახვა.

– ყველაზე მეტი დარღვევა რომელ სფეროშია?

– ალბათ უფრო მუსიკაში, რადგან მუსიკალურ წრეებში ხშირად ხდება, როდესაც სხვის მუსიკალურ ნაწარმოებს იყენებენ კომერციული მიზნით და მოგებას იღებენ – ეს დასჯადი საქციელია. ამ დროს აუცილებელია ავტორის თანხმობა, არადა ხშირად ხდება, როცა ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყენებენ მუსიკალურ ნაწარმოებს, მისი აუდიოდისკებზე ჩაწერა და რეალიზაციაც ჩვეულებრივი ამბავია. ეს ჩვენთან ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა. საქმე ეხება არა მხოლოდ ერთი პირის მიერ შესრულებულ სიმღერას, არამედ გუნდის მიერ შესრულებულსაც. ეს მაშინ, როცა ამა თუ იმ ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერების გამოყენებისას, ამ ანსამბლის ხელმძღვანელების თანხმობა აუცილებელია. მნიშვნელობა არა აქვს როგორ სურთ მისი გამოყენება – კონცერტზე, მხატვრულ ფილმში, თუ სხვა მიზნებისთვის.

-რა უფლება აქვს ამ შემთხვევაში ავტორს?

-ასეთი დარღვევის შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების ავტორს უფლება აქვს ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. თუ ვიღაცამ მისი მუსიკა, ლექსი, მოთხრობა, ან სხვა სახის ნაწარმოები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენა, ავტორს შეუძლია დამრღვევს პასუხი სასამართლოს დონეზე მოსთხოვოს. არცერთ მუსიკალურ სტუდიას, გამომცემლობას, ან მედიასაშუალებას არა აქვს უფლება გამოიყენოს მხატვრული, ან მუსიკალური ნაწარმოები ავტორის ნებართვის გარეშე.

როგორ უნდა დაიცვან ინტელექტუალური საკუთრების ავტორებმა თავიანთი უფლებები?

-თუ ვინმეს საავტორო უფლებები დაირღვა, ავტორმა სასამართლოს უნდა მიმართოს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს თანხის გადახდით. თუმცა, საქართველოში ეს იშვიათად ხდება: მხოლოდ ერთეულები მიმართავენ სასამართლოს, რომ თავიანთი საავტორო უფლებები დაიცვან.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები