Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შრომითი დავები-უკანონოდ გათავისუფლება

შრომითი დავები-უკანონოდ გათავისუფლება


სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ

ტერმინი უკანონოდ გათავისუფლება გულისხმობს,რომ პირი უკანონო ბრალეულობით(მაგ:დისკრიმინაცია) ან ხელშეკრულების პირობების დარღვევით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ძირითადად სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.როგორც წესი, აქ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც თანამშრომელი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს ან არღვევს ეთიკურ ნორმებს მუშაობის პერიოდში.

სამსახურის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაშიც ადამიანი მხოლოდ მაშინ უნდა გაათავისუფლონ, თუ მისი სხვა სტრუქტურაში გადაყვანა შეუძლებელია.

თუ პირი მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს,  მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს. რათქმაუნდა,ადვოკატის დახმარება ძალიან საჭიროა. ადვოკატს უნდა მიეწოდოს გათავისუფლების ბრძანება, დოკუმენტები დისციპლინური წარმოების შესახებ, ასევე ადმინისტრაციული კუთხით ამ საქმეზე შედგენილი ყველა საბუთი რის საფუძველზეც შეაფასებს, რამდენად აქვს დაზარალებულს შანსი საქმე მოიგოს.

დასაქმებულმა სასამართლოში შეიძლება მოითხოვოს:

  • გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა;
  • სამსახურში აღდგენა;
  • იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

იძულებითი განაცდური გულისხმობს ხელფასის სახით მისაღებ თანხას ,რომელიც დასაქმებულს უნდა მიეცეს მისი გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის.

ტოლფასი პოზიციის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს კომპენსაციის თანხას.

თუ პირი  საჯარო სამსახურში მუშაობდა, მას შეუძლია მოითხოვოს სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. განაცდურში იმ პერიოდში დაკარგული თანხა იგულისხმება, როდესაც გათავისუფლების გამო ადამიანი ვერ მუშაობდა და, შესაბამისად, ხელფასსაც ვერ იღებდა.სამსახურში ადამიანი უნდა აღადგინონ იმავე ან მის ტოლფას თანამდებობაზე.

სამოქალაქო კანონმდებლობა არეგულირებს როგორც კერძო სექტორში, ასევე არასამთავრობო სექტორსა და სიპ-ებში დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობებს. დაზარალებულმა შესაძლოა მოითხოვოს სამსახურში აღდგენა, მაგრამ შესაძლოა უარი თქვას აღდგენაზე და კომპენსაცია არჩიოს.როგორც წესი, აქ იგულისხმება განაცდური და პლუს თანხა პიროვნების ასაკისა და პროფესიის გათვალისწინებით, რადგან თუ ადამიანი უკვე ასაკოვანია, მას შეიძლება ახალი სამსახურის შოვნა გაუჭირდეს. ასევე მოსამართლე ითვალისწინებს, რამდენად მოთხოვნადია ამ ადამიანის პროფესია შრომის ბაზარზე. კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანის სამსახურში აღდგენა ვეღარ ხერხდება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ სამსახური უკვე გაუქმდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები