Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შრომითი ხელშეკრულება

შრომითი ხელშეკრულება


შრომითი ხელშეკრულება არის სამართლებრივი ხელშეკრულება , რომელიც ადგენს წესებს , რომლებიც არეგულირებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას .  შრომითი ხელშეკრულება არის სავალდებულო იურიდიული შეთანხმება,  რომლის ხელშეკრულების პირობები მოიცავს, როგორც თითოეული მხარის უფლებებს, ასევე პასუხისმგებლობებს, ასევე შესაძლებლობას მოითხოვოს გამოსწორება ან გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ ერთი მხარე ვერ ასრულებს ხელშეკრულების პირობებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება იყოს ინდივიდუალური შეთანხმება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ან კოლექტიური. ნებისმიერი ტიპის შრომითი ხელშეკრულების დებულებებში განიხილება მთელი რიგი სხვადასხვა საკითხები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საკითხია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, სამსახურიდან გათავისუფლების პროცესთან და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის შეღავათებით, რომელსაც თანამშრომელი მიიღებს ამ ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად. ამ ტიპის დებულებები გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რას მოელიან თითოეული მხარისგან, ასევე იძლევა საფუძველს იმის შესაფასებლად, რამდენად კარგად ამართლებენ დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ამ მოლოდინებს.

შრომის კოდექსი არის იურიდიული კოდექსი , რომელიც არეგულირებს დასაქმების პრაქტიკას და შრომით ურთიერთობებს. შრომის კოდექსი ადგენს კერძო თანამშრომლების სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესს, სამუშაო პირობებს, მათ შორის მაქსიმალური სამუშაო საათების და ზეგანაკვეთური საათების მოცულობას, ასევე თანამშრომელთა შეღავათებს, როგორიცაა შვებულების ანაზღაურება , მეცამეტე თვის ანაზღაურება და საპენსიო ანაზღაურება და ა.შ.

რა შემთხვევაში შეიძლება შეგვიწყდეს შრომითი ხელშეკრულება? რა საფუძვლით შეუძლია დამსაქმებელს გაგვათავისუფლოს?

  • ეკონომიკური გარემოებები/რეორგანიზაცია, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამ დროს რეორგანიზაციის საფუძვლები უნდა არსებობდეს რეალურად და რეორგანიზაციის ფაქტი უნდა ემსახურებოდეს დანახარჯების შემცირებას სამუშაო ძალის შემცირების გზით;
  • შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
  • შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება.
  • მხარეთა წერილობითი შეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ხშირად ამ გარემოებას დამსაქმებელი ბოროტად იყენებს და დავის გამოსარიცხად გაიძულებთ რომ დაწეროთ სამსახურიდან წასვლის განაცხადი, ან გაიძულებთ ხელი მოაწეროთ გათავისუფლების შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ირიბად ან პირდაპირ გემუქრებათ ცუდი რეკომენდაციის გაწევით სხვა დამსაქმებელთან; დაიმახსოვრეთ, ამ დროს უეჭველად მიმართეთ კვალიფიციურ! ადვოკატს;
  • შრომითი ხელშეკრულების/ შინაგანაწესის(იმ შემთხვევაში თუ შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია) უხეში დარღვევა. აქ უნდა იცოდეთ, რომ სიტყვა უხეში მყარად უხეშს ნიშნავს, რასაც შეუქცევადი უარყოფითი შედეგი შეუძლია გამოიწვიოს. ზოგჯერ სამუშაო ადგილზე 10-15 წუთით გვიან გამოცხადება უხეში დარღვევა არ არის.
  • შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენს მიმართ უკვე იყო გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;
  • დასაქმებულის ხანგრძლივი შრომისუუნარობა. ამ უკანასკნელად ითვლება თუ შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო შრომისუუნარობის ვადა აღემატება 60 დღეს (შვებულებების გამოკლებით);
  • იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები