Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

პრეზიდენტი საკმარისად არ მიიჩნევს "საელჩოებთან მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას

პრეზიდენტი საკმარისად არ მიიჩნევს "საელჩოებთან მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ ხოლმე. მან ამის შესახებ ისაუბრა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შეეხებოდა "საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გეგმას" წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ.

 "მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს საზღვარგარეთ. ძალიან ბევრია მათ შორის არალეგალი და არაფერი არ კეთდება. არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესდა იმით, რომ იმ ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობენ არჩევნებში, გაიზარდოს. იმიტომ რომ ყველას ჰქონდა იმის ინტერესი, რომ იმ პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის მოკალათებული, არჩევნებში მონაწილეობა ითვლებოდა საკმარისად. 

"რატომ ავიტკიოთ თავი და დავიწყოთ კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც უფრო რთული იქნებოდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ ქვეყნებში მხოლოდ ერთი საარჩევნო უბნის გახსნა საკმარისი არ არის და დასძინა, რომ რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, ხმის მიცემის უბნების გაფართოებაში დაეხმაროს საქართველოს. 

"ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც [ქვეყნის] გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ იქ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება, თუ არა საარჩევნო პროგრამით, ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ ადგილით, ხელფასით, გავლენით შვილებზე, მეუღლეებზე და ა.შ.", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ადმინისტრაცია

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები