Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის

ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის


2022 წლის 13 დეკემბერს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა და სახალხო დამცველის მოადგილემ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში - ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).

კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, სახალხო დამცველის აპარატის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და მომავლის ხედვაზე იმსჯელეს; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების სათანადო რეალიზებისთვის მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა უფლებადამცველების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ როლზე დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, თანასწორობის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების თვალსაზრისით; ხაზი გაუსვა მათ დასაცავად შექმნილი გარანტიების აღსრულების აუცილებლობას.

ასევე ისაუბრა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დამატებითი რეგულირების ქვეშ მოქცევის ინიციატივაზე, რამაც, შესაძლოა, მომავალში უფლებადამცველთა საქმიანობის თავისუფალი სივრცის შევიწროების საფრთხე შექმნას; უფლებადამცველებზე (განსაკუთრებით ქალთა და ლგბტქი+ თემის უფლებადამცველებზე) განხორციელებული თავდასხმების, მუქარის თუ სხვაგვარი დანაშაულებრივი ქმედებების არაერთ ფაქტზე; შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ეფექტიანი ჩართულობისთვის სირთულეების შექმნაზე. ასევე, ისაუბრა მედიის წარმომადგენლების მიმართ შექმნილი საფრთხის შემცველ და მტრული გარემოზე, რაც მკაფიოდ წარმოაჩინა 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა, რომლის შედეგად, 40-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი დაშავდა.

საქართველოში უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ეფექტიანი რეალიზაციის საკითხებზე, გამოწვევებსა და პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მიღწეული შედეგები და გამოწვევები სამომავლო გეგმებთან ერთად.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები