Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ჩვენი თანამემამულეების მიერ, საზღვარგარეთიდან გადმორიცხული, დიდძალი უცხოური ვალუტის გაუფასურება

ჩვენი თანამემამულეების მიერ, საზღვარგარეთიდან გადმორიცხული, დიდძალი უცხოური ვალუტის გაუფასურება

ჩვენი თანამემამულეების მიერ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული დიდძალი უცხოური ვალუტის გაუფასურება

რა დრო დაგვიდგა - ლარი მყარდება, ჩვენ კი ამაზე ვწუხვართ?!

საქართველოს შემთხვევაში  ერთი სპეციფიკური მომენტიც იჩენს თავს-ჩვენი თანამემამულეების მიერ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული დიდძალი უცხოური ვალუტის გაუფასურება. ეს მით უფრო საგანგაშოა, როცა ლარი მყარდება( ანუ დოლარი,ევრო  უფასურდება), ხოლო პარალელურად ფასებიც იზრდება.

დღესაც, როგორც მაშინ, ეროვნული ბანკი ყიდულობს “ჭარბ” დოლარებს და ზრდის ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვებს, მაგრამ ამავდროულად მიმოქცევაში უშვებს დიდძალ ლარს. იზრდება ფულის მასა და შესაბამისად, ინფლაციის რისკებიც.

რუსეთიდან კაპიტალის და მოქალაქეების გაქცევის კვალობაზე ( დღეის მდგომარეობით საქართველოში პუტინის რეჟიმს გამოქცეულმა 120 ათასმა რუსმა მიგრანტმა შეაფარა თავი), მოხდა კოლოსალური ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინება, რამაც ლარი დოლართან მკვეთრად გაამყარა 3,2-დან 2,5-ამდე. რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები, კურსი ორთან უფრო ახლოს იქნებოდა. 

ფასებიც 2022 წელს გაიზარდა 10 პროცენტით, თუმცა ეს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ვალუტის შესყიდვების ბრალი არ ყოფილა.

რუსი მიგრანტების მასობრივმა შემოსვლამ და ამ ქვეყნიდან განხორციელებულმა ფინანსურმა ტრანსაქციებმა გამოიწვია საქართველოში მშპ-ს ზრდა, მაგრამ ამავე დროს მკვეთად გაიზარდა უძრავი ქონების( განსაკუთრებით ბინების) ფასები, ისევე როგორც ბინების ქირავნობის ფასები. ამან სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქვეყნის მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს.

გარდა ეკონომიკური ხასიათის პრობლემებისა( პოზიტიურთან ერთად), მიგრანტების ზრდა ქმნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის პრობლემებსაც.
 

ქვეყანაში, სადაც 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 120 ათასი რუსი “დევნილის” გადმოსახლება სერიოზულ რისკებთანაცაა დაკავშირებული.

საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს( დაახლოებით 15 ათასი ბინა), აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება, ანუ ზოგი ერთ ბინაზე მეტსაც კი ყიდულობდა. ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა შეიძინეს, სადაც მყიდველთა რაოდენობამ 1679 ადამიანი შეადგინა. ეს პროცესი საჭიროებს გონივრულ მართვას, მათ შორის ბინადრობის უფლების არსებული წესების გადახედვას მისი ნაწილობრივი გამკაცრების კუთხით.

როგორც ვხედავთ, ის, რაც ერთი შეხედვით მონეტარული და სავალუტო საკითხად წარმოგვიდგება, სულ სხვა მოვლენის სახითაც იჩენს ხოლმე თავს.

გაივლის არც თუ ისე დიდი დრო და როცა გადმორიცხვები შემცირდება, უკვე იმაზე მოგვიწევს დარდი, ლარი კვლავ უკან რომ არ დაიძრას. ეს ხომ უფრო ნაჩვევი სურათია, ვიდრე ის, რაც ახლა ხდება. სამწუხაროდ, ჩვენთვის ლარის გამყარება მოულოდნელი სიურპრიზია.

მომავალში ლარის გაუფასურება სულაც არ არის ფატალურად გარდაუვალი. გავიხსენოთ, თითქმის ათი წლის განმავლობაში როგორ იდგა უძრავად 1,65-ის ნიშნულზე. ესე იგი, შესაძლებელი ყოფილა, ხომ? თანაც მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც.

ლარის სტაბილურობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ ფულად-საკრედიტო თუ საბიუჯეტო პოლიტიკაზე. ეს დიდი პოლიტიკის, ანუ ხელისუფლების ავკარგიანობის ნაწილიცაა. ამაზე ისედაც ბევრს ვსაუბრობთ. დღეს მხოლოდ მონეტარულით ამბებით შემოვიფარგლოთ. 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები