Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით დაფარვის საკომისიო დაუწესონ

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით დაფარვის საკომისიო დაუწესონ


საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის განმარტებას აქვეყნებს. სებ-ი აღნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებლებს დაუწესონ სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო თუკი ადგილი აქვს სავალუტო სესხის ლარში კონვერტაციას და ამ გზით მის რეფინანსირებას.

"ბოლო პერიოდში გაზრდილი დაინტერესების გამო, გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ კომერციულს ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო, უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში.

უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში თუ უცხოური ვალუტის სესხის რეფინანსირების მიზანს სესხის ლარში გადატანა (კონვერტაცია) წარმოადგენს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფიზიკურ პირს დააკისრონ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია.

აღნიშნული მითითება ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეფინანსირება სხვა კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტით ხდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2017 წლის დასაწყისიდან. დამატებითი შეკითხვებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს: 2 406 406,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები