Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით


ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით


„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე.


მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.


გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ“ შეთანხმებების გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე. ამჟამად, შეთანხმება ძალაშია 58 ქვეყანასთან, 2023 წელს ძალაში შევიდა შეთანხმება პოლონეთთან და ყირგიზეთთან. გაიმართა მოლაპარაკებები მონტენეგროსთან და მალაიზიასთან შეთანხმების დადების მიზნით.


გადასახადის გადამხდელთა მიერ მოგების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დეკლარაციების წარმოდგენისთანავე ფასდება საგადასახადო რისკის დონე, ხორციელდება გადამხდელთან კომუნიკაცია და ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.


საგადასახადო დავალიანების მართვის პროცესის მოდერნიზაციის ფარგლებში, 2023 წლიდან რეალურ რეჟიმში ამოქმედდა საგადასახდო დავალიანების მართვის ახალი სისტემა, რეფორმა გულისხმობს გადახდევინებისაგან თავის არიდების პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.


მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვა. იგი საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი ელექტრონული სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით შეუფერხებლად, ყოველგვარი შუალედური დამატებითი ფორმალობების გარეშე, განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა, როგორც ევროკავშირის, ასევე საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ ქვეყნებშიც.


ამოქმედდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამა (AEO), რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის საბაჟო რეგულაციებზე დაყრდნობით და წარმოადგენს ე.წ. „ქოროს სიის“ ევროპულ ანალოგს.


გაგრძელდა საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია, საბაჟო ფორმალობების გაციფრულება, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიის გამოყენებით. ელექტრონული საბაჟო სერვისების წახალისებისა და დისტანციური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ფუნქციონირება დაიწყო „ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა - „eGez“-მა.


მიმდინარეობს მუშაობა ქონების გადასახადის რეფორმაზე, რომლის მიზანია ქონების გადასახადის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს ინვესტიციების სტიმულირებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას'' - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები