Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ (Fiscalis) ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. აღნიშნულ ღონისძიებას 22 ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის 36 წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება და მათი ადმინისტრირების პროცესთან დაკავშირებული   გამოწვევებისა და სიახლეების განხილვა. 


სამუშაო შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დაჩი ქინქლაძემ. მან ხაზი გაუსვა „საგადასახადო პროგრამის“ როლს, როგორც საგადასახადო სფეროში, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისა და შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. 


აქვე აღვნიშნავთ, რომ 2022 წელს, საქართველო გახდა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ სრულუფლებიანი წევრი. ხოლო, 2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გრანტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებები ევროკავშირის მიერ დადგენილი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით. 


ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაო შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული პირველი ღონისძიებაა და ის სრულად დაფინანსდა ზემოაღნიშნული გრანტის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისა და  საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

შემოსავლების სამსახური Revenue Service

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები