Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, თეიმურაზ ჩიხრაძის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს პროკურორის სტატუსის მქონე ნებისმიერი პირის, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირის დეფინიციის ფარგლებში მოქცევას.

ამავე დეფინიციაში მოექცევა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები, რომლებზეც არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლი, გარდა სტაჟიორ-პროკურორისა.

თეიმურაზ ჩიხრაძის განცხადებით, ცვლილება უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე გავრცელდეს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება და პროკურორის სამართლებრივი სტატუსის მქონე პირებთან მიმართებით დადგინდეს ერთიანი მიდგომა.

„საკითხის ამგვარი რეგულირება ხელს შეუწყობს კანონის მიზნების სათანადო რეალიზაციას,“ - განაცხადა თეიმურაზ ჩიხრაძემ.

წყარო : საქართველოს პარლამენტი

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები