Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

9 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, სისხლისსამართლებრივი დევნა 3941 პირის მიმართ დაიწყო

9 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, სისხლისსამართლებრივი დევნა  3941 პირის მიმართ დაიწყო


საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული.  2022 წლის ცხრა თვეში ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა  3941 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89%  შეადგინა, - ამის შესახებ  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის  9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორორის მოადგილის  განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.

გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, წინა წლების მსგავსად ქალთა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება  და  პროკურატურა შემდგომი წლების განმავლობაში განაგრძობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები