Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

კომპანიაში წილების გასხვისება

კომპანიაში წილების გასხვისება


პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). 

წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას.

მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შპს-ის პარტნიორს უფლება აქვს, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული. პარტნიორთა შეთანხმება (წესდება) შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორთა კრების თანხმობას წილის გასხვისებაზე ან ადგენდეს რაიმე შეზღუდვას, მაგალითად, სხვა პირის მიერ წილის უპირატეს შესყიდვის უფლებას.

წილის გასხვისება საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად ფინანსური ოპერაციაა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე.

თუ  წილის გასხვისება ხდება ურთიერთდამოკიდებულ პირზე, მაშინ რეალიზაციის ფასი განისაზღვრება საბაზრო ფასით. მაგრამ შპს-ში წილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის არარსებობის პირობებში წილის რეალური ღირებულება არ უნდა იყოს საწარმოს კაპიტალის (აქტივებს-ვალდებულებები) რეალური ღირებულებიდან გამომდინარე წილის შესაბამის ღირებულებაზე ნაკლები. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები