Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

კომპანიის პარტნიორების დავები კომპანიის დირექტორის წინააღმდეგ

კომპანიის პარტნიორების დავები კომპანიის დირექტორის წინააღმდეგ


კომპანიამ შესაძლოა დავა თვით ამ კომპანიის პარტნიორის წინააღმდეგ აწარმოოს. ამ შემთხვევაში კომპანიას როგორც წესი მისი დირექტორი წარმოადგენდეს. მიზეზები, თუ რამ შეიძლება წარმოქმნას მსგავსი სახის დავა შედარებით მცირე შეიძლება იყოს, ვიდრე ეს კომპანიასა და დირექტორს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის არსებული დავის შემთხვევაში იქნებოდა. თუმცა ეს შეიძლება იყოს პარტნიორის მიერ შეთანხმებული შენატანის დათქმულ დროში განუხორციელებლობა ან დომინანტი პარტნიორის მიერ საკუთარი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რასაც „მეწარმეთა“ შესახებ კანონის მე-3 მუხლის შემდეგი შინაარსის მქონე მე-8 ნაწილი განამტკიცებს: „თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე“. სააქციო საზოგადოებებთან მიმართებაში ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 წინადადება. აქვე საყურადღებოა ამავე კანონის 91 მუხლის მე-4 ნაწილი: „თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს“, რაც ლოგიკურია, ვინაიდან არც ერთი პარტნიორი არ დაუჭერდა მხარს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მის საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს მიღებული.

თუ პარტნიორის ბრალეულობის შედეგად კომპანიას ზიანი მიადგა, რამაც თავის მხრივ მესამე პირისთვის თანხის გადახდის დაკისრება გამოიწვია, არ არის გამორიცხული, რომ კომპანიის დანარჩენ პარტნიორთა შეხედულებით, მსგავსი ქმედება მომავალში კვლავ განმეორდება და მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მათ პარტნიორის წინააღმდეგ აწარმოონ სასამართლო დავა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები