Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შ.პ.ს. რეგისტრაცია

შ.პ.ს.  რეგისტრაცია


რა არის საჭირო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციისთვის ⬇️ 

📌  პირველ რიგში მოფიქრებული უნდა გქონდეთ კომპანიის სახელწოდება, განსაზღვრული გქონდეთ რეგისტრაციის მისამართი და ელექტრონული ფოსტა. დამფუძნებლებს შორის შეთანხმებული უნდა იყოს თუ ვინ იქნება დირექტორი, ორგანიზაციის მეწილეთა რაოდენობა და მათი წილი.

📌  უნდა გქონდეთ სადამფუძნებლო დოკუმენტი ანუ წესდება ,რომელშიც ყველა პირის უფლებამოსილება იქნება განსაზღვრული , გადაწყვეტილების მიღების წესი და ხმების საკითხი, პარტნიორთა კრების და მმართველი ორგანოს უფლებები და სხვა საკითხები.წესდებაში მიეთითება ის პირი , რომელიც უფლებამოსილი არის ასევე სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელებაზე და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებაზე.

📌  უნდა იცოდეთ თუ რა სფეროებს მოიცავს თქვენი საქმიანობა და რა ძირითადი აქტივობებით შემოიფარგლება.

📌 საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა.თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე.

𝟐𝟎𝟐𝟐 წლის 𝟏 იანვრიდან მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა. აღნიშნული აქტით მეწარმეები ვალდებულნი არიან:

𝟐 წლის ვადაში უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების ამ ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო მეწარმეს განუსაზღვრავს დამატებით 𝟑-თვიან ვადას, რომელიც აითვლება ადრესატისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან. გაცნობის დღედ ჩაითვლება, აღნიშნული გადაწყვეტილების მეწარმისათვის იურიდიულ მისამართზე ჩაბარების დღე, ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-𝟏𝟓 დღე (თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა).

ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი სამეწარმეო საზოგადოებისა ან/და საზოგადოების ფილიალის რეგისტრაცია გაუქმებულად მიიჩნევა. რაც შეეხება გაუქმებული საწარმოს ქონებას, თუ მისი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვევა, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება. ასეთ შემთხვევაში კანონის თანახმად დაიწყება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია, რომლის დროსაც სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის, ან საწარმოს რომელიმე კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორებს.

რას საქმიანობს "შპს" ?

შპს-ს შეუძლია, განახორციელოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი საქმიანობა, თუმცა, არსებობს საქმიანობის სახეები, რომელთა განსახორციელებლად აუცილებელია, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომლის მოპოვება აუცილებელი წინაპირობაა ამ საქმიანობის განსახორციელებლად.

შპს ყოვეთვიურად იხდის დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადს მათთვის გაცემული ხელფასების შესაბამისად. წლის ბოლოს ადგენს წლიურ ბალანს შემოსავლისა და ხარჯის მიხედვით და თუ შემოსავალი აღემატება ხარჯებს მათი სხვაობიდან 20% წარმოადგენს მოგების გადასახადს. თუ შპს-ს წლიური ბრუნვა 100 000 ლარს გადააჭარბებს, შპს რეგისტრირდება დღგ-ს გადამხდელად და ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს შესაბამისი დღგ-ს გადასახადი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები