Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის აღსადგენად მიმართვის ვადა 2 წლით გახანგრძლივდება

საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის აღსადგენად მიმართვის ვადა 2 წლით გახანგრძლივდება


სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგული საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად სააგენტოსთვის მიმართვის ვადა 2 წლით - 2024 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით 85 ხმით დაუჭირა მხარი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება ექნება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

„საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული, უფლება ექნება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით“.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები