Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

პირის სამართლებრივი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან არის საქართველოს მოქალაქეობა. იგი მოიპოვება დაბადებიდან ან ნატურალიზაციით (საქართველოს პრეზიდენტის მიერ). მოქალაქეობის მინიჭების რამდენიმე წესი არსებობს: ესენია გამარტივებული (საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ: ფლობს ქართულ ენას; ისტორიას), ჩვეულებრივი (ეძლევა სრულწლოვან პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში; ფლობს სახელმწიფო ენას, იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. Ასევე მოიაზრება სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების მქონე პირი ჩვენს ქვეყანში) მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოს საქმეს: №3ბ/1474-15 15 . საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ისე, რომ არ ექნება კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საგამონაკლისო წესით აქვს მას მიღებული მოქალაქეობა, ან თანხმობა აქვს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე; მოქალაქეობის მოპოვება თუ მოხდება ყალბი დოკუმენტის წარდგენის გზით; მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.


როგორ უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობა?

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ხდება თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე მიიღებს თანხმობას ჩვენი ქვეყნისგან შენარჩუნებაზე. შესაბამისი ორგანო თანხმობას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან კავშირი იქნება სარწმუნოდ ჩათვლილი. თუ საქმე გვაქვს არასრულწლოვანთან რომელიც დაბადებით საქართველოს მოქალაქეა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში მას უნარჩუნდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შემდეგაც თუ ამ პერიოდის განმავლობაში მიმართავს შესაბამის ორგანოს განცხადებით, ხოლო მიუმართაობის შემთხვევაში შეუწყდება.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები