Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სასამართლოს განჩინებისა და პროკურორის მიმართვის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შესაძლებლობა ექნება დაადგინოს კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვისას (136 მუხლი) ხომ არ მოხდა პერსონალური მონაცემების არაკეთილსინდისიერად დამუშავება ან მოპოვება ან გავრცელება, რისი შესაძლებლობაც აქამდე მას არ გააჩნდა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს კონტროლის მექანიზმებს.

„ამჟამად, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტებს, რომელიც ეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებას და ეს საკითხი 12 - პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ინიციატივები საკომიტეტო მოსმენის ფორმატში უკვე სამი მოსმენით არის მიღებული, ხოლო პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით მიმდინარე კვირაში ვუყრით კენჭს. განხილვების დროს გამოიკვეთა დამატებით ისეთი საკითხი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას უზრუნველყოფს და ჩვენ მიერ მომზადებული „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება“.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები