Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მხარი დაუჭირა


ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.


კომიტეტის წევრების გარდა, განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელთაც კომიტეტების სხდომა დასრულებამდე დატოვეს.


პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება: - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.


ლონდა თოლორაიას შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დამოუკიდებლობის გამო სჯიან. მისივე თქმით, პროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ მისი ლიკვიდაცია ხდება.


წყარო:ინტერპრეს ნიუსი

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები