Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მომჩივან და მოპასუხე მხარეებს - 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.

მომჩივან და მოპასუხე მხარეებს -  3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.


საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. 


სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს -  3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ


კერძოდ:

  • ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს - „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) - 1 120 562 ლარი
  • შპს „თინეთს“ (100% წილის მფლობელი  TBC Bank Group PLC) - 544 328 ლარი
  • შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) - 5 368 ლარი


მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს ,,სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს ,,თინეთს’’ შორის  ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს ,,ელ ბილეთები’’, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზისვის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge. 


მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა. შესაბამისად, მოკვლევის დასრულებამდე და სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ბაზარზე მომჩივან კომპანიას უკვე მიეცა ოპერირების საშუალება, რითაც გაიხსნა ჩაკეტილი ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო. 


გარდა ამისა,  კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით  3 განსახილველად სავალდებულოდ რეკომენდაცია გაიცა. 


The Georgian Competition and Consumer Agency has completed the investigation in the market of online sale of cinema tickets and found a violation of Article 7 of the Law of Georgia on Competition (Restrictive agreements). According to the decision of the Agency, on both the appellant and the respondent parties - 3 companies, a sanction of more than 1.6 million GEL was imposed.


In particular:

  • A single economic entity - "Distribution Company" ("Distribution Company", "Cavea Saburtalo" LLC, "Cavea Gallery" LLC, "Cavea Tbilisi Mall" LLC, "Rustaveli Holding Cinema" LLC, "Amirani" LLC, "Apollo Batumi" LLC)  - 1 120 562 GEL
  • "Tinet" LLC (100% shareholder TBC Bank Group PLC) - 544,328 GEL
  • To "El-tickets" LLC (complainant) - 5,368 GEL


Following an investigation, it was determined that an exclusive contract between "Distribution Company" LLC and "Tinet" LLC was in breach of competition legislation. The contract gave Tinet the sole right to sell cinema tickets on their portal tkt.ge. Another company, "El-tickets" LLC, was also involved in the transaction and attempted to obtain exclusivity on their portal biletebi.ge. 


The court intervened at the start of the investigation and stopped the use of the exclusive condition by the "Distribution Company." This allowed the complainant company to operate in the market before the final decision of the Agency, which created a competitive environment and opened a closed market.


To enhance the online sales market for tickets for cultural, entertainment, creative, sports, leisure, and tourism, as well as educational, transport, and other products/services, three mandatory recommendations have been issued for consideration.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები