Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები

მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები


საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების მომსახურების სექტორში, მოკვლევის პროცესი დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა. 

კერძოდ, საკითხი ეხებოდა შპს ,,წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას - შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1“-ს მიმართ. 

მოკვლევის შედეგად დადასტურდა  - მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით  ორ კომპანიას  (,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და ,,მექსიკური წერეთელზე N1)    შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში. 


The Georgian National Competition Agency has completed its investigation in the fast food service sector and established the fact of unfair competition. 

The case was concerned to the study of the case initiated on the basis of the complaint of “Tsereteli Mexican” LLC - against “Tsereteli Mexican Hot Dog” LLC and “Mexican Tsereteli N1” LLC. As a result of the investigation, the facts of the use of trademarks and appearance of the applicant company were confirmed. 

According to the Agency's decision, two companies ("Mexican Hot Dog on Tsereteli" and "Mexican on Tsereteli N1") were imposed appropriate financial sanctions and ordered to eliminate the violation of the law. The parties have the right to appeal the Agency's decision to the Tbilisi City Court.


ვრცლად |  GNCA•საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები