Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შპს-ს რეგისტრაცია საქართველოში

შპს-ს რეგისტრაცია საქართველოში


საქართველოში „შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება“ იურიდიული პირის ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი ფორმაა. მისი რეგისტრაციისთვის საჭიროა დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების ოქმის შედგენა ან საჯარო რეესტრში შევსება, იურიდიული მისამართი, მცირე დამატებითი პროცედურა და კომპანიის რეგისტრაცია ხდებაერთ დღეში (ან იმავე დღესვე). თუ რამდენიმე ადამიანი აფუძნებთ შპს-ს, მნიშვნელოვანია, რომ სადამფუძნებლოკრების ოქმში დამფუძნებლებსშორის მიღწეული პარტნიორობის შეთანხმება სწორად იქნას გაწერილი.

ბიზნესის რეგისტრაციამდე მნიშვნელოვანი ეტაპია საგადასახადო დაგეგმვა. ამიტომ, კომპანიის დაფუძნებამდე დეტალური საგადასახადო კონსულტაციის მიღება საჭიროა, რათა წარმოდგენა შეგექმნათ შესაძლო საგადასახადო რისკებზე და ბიზნესის რეგისტრაციამდე სწორად განსაზღვროთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს-სტრუქტურა, გაიგოთ თქვენი ბიზნესის საგადასახადო შეღავათების შესახებ. 

საქართველო საგადასახადო კანონმდებლობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია დაწესებული გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორიისთვის. მაგალითად, მეწარმე ფიზიკურ პირებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობა მაშინ შეუძლიათ, თუ „მცირე ბიზნესის“ სტატუსის მისაღებად ყველა საჭირო წინაპირობას დააკმაყოფილებენ.

„საერთაშორისო კომპანიის“ რეგისტრაცია

„საერთაშორისო კომპანია“ წარმოადგენს ასევე საგადასახადო სტატუსს,რომელიც IT და სანაოსნო კომპანიებისთვისაა გამიზნული. „საერთაშორისო კომპანია“ შესაბამისი, ნებადართული ბიზნეს-საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში (ასეთი საქმიანობების ჩამონათვალი კანონმდებლობითაა განსაზღვრული) შემდეგი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს:

5%-იანი მოგების გადასახადი, 

5%-იანი საშემოსავლო გადასახადი გაცემულ ხელფასებზე , 

0%-იანი ქონების გადასახადი ნებადართულ საქმიანობაში გამოყენებულ აქტივებზე, 

გაცემულ დივიდენდზე წყაროსთან დასაკავებელი 0%-იანი გადასახადი.

„მცირე ბიზნესის“ სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი

„მცირე ბიზნესის“ სტატუსით სარგებლობა გულისხმობს 1%-იანი გადასახადით დაბეგვრას, ნაცვლად 20%-ისა. ამისთვის კი აუცილებლადდასაკმაყოფილებელია შემდეგი პირობები:

არც ერთი თქვენი ბიზნეს საქმიანობა არ უნდა წარმოადგენდეს ე.წ. „მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას (ასეთი საქმიანობების ჩამონათვალი, კანონშია მოცემული);“

თქვენი ბიზნეს საქმიანობა უნდა მიეკუთვნებოდეს ისეთ ბიზნეს აქტივობას, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს გადასახადის 1%-იანი განაკვეთი;

არ უნდა არსებობდეს საფუძვლები იმისა, რომ თქვენს მიერ გაწეული მომსახურება საგადასახადო ორგანომ დააკვალიფიციროს, როგორც დაქირავებით მუშაობა (ამ შემთხვევაში 20%-იანი განაკვეთი გავრცელდება);

თქვენი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს (ორი თანმიმდევრული კალენდარული წლის განმავლობაში).

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები