Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

კორპორატიული იურისტი 599505578

კორპორატიული იურისტი 599505578


კორპორატიული იურისტი 599505578


თუ თქვენ  ხართ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი -

  • ინდივიდუალური მეწარმე,


  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს),


  • კომანდიტური საზოგადოება (კს),


  •  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს),


  •  სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია)


  •  კოოპერატივი.


გადაწყვიტეთ დაიწყოთ ბიზნესი და არ გაქვთ სამართლებრივი შეფასება გაკეთებული რომელი ფორმაა შესაბამისი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის და გჭირდებათ იურიდიული მომსახურება ან იურიდიული რჩევა გამოცდილი კორპორატიული იურისტისგან ან ბიზნეს იურისტისგან,თქვენ სწორ ადგილას ხართ. გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას როგორც ერთჯერადად ისე ყოველთვიურ მომსახურეობას თქვენზე მორგებული ტარიფით ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის:

  1. ბიზნესის ფორმა და სტრუქტურა,
  2. ხელშეკრულებების შედგენა,
  3. ბიზნესის შეძენა და გაყიდვა
  4. კორპორატიული საბჭოსთან დაკავშირებული სწორი რჩევები
  5. იურიდიული პრობლემების მოგვარება


შერწყმა/ შეძენა

კომპანიის საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება მოიცავს სხვადახვა სფეროში მოღვაწე კლიენტებისათვის მრავალი  დოკუმენტის მომზადებას (წესდება, პარტიორთა შეთანხმება,ხელშეკრულებების შედგენა,იურიდიული ანალიტიკა და ა.შ).ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს სწრაფ და ხარისხიან მომსახურეობას განურჩევლად იმისა თუ კორპორატიული სამართლის რომელ ასპექტთან გვაქვს საქმე, იქნება ეს შექმნა, შეძენა, რეორგანიზაცია თუ შემდგომი ადმინისტრირება. კომპანიას განხორციელებული აქვს ურთულუსი შერწყმა/ შეძენის საქმეები, როგორც ქართული, ასევე უცხოური იურიდიული პირების მონაწილეობით.


პრივატიზაცია

სახელმწიფოს საკუთრებაში დიდი რაოდენობით არსებული ქონება საბჭოთა წარსულის დამსახურებაა. 1990-იანი წლებიდან დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, რომლეშიც დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს.

 ჩვენი კომპანია ორგანიზებას უწევს კონსორციუმების შექმნას, ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საბუთების მომზადებას (ბიზნეს გეგმა, ანალიზი, მონაწილეების სიის შედგენა, ხელშეკრულებების მომზადება და ა.შ). ჩვენ მომსახურება ასევე მოიცავს მხარეთა შორის მოლაპარაკებების გამართვას, საფუძვლიანი კვლევითი დოკუმენტის მომზადებას, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ პროცედურებში მონაწილეობასა და საქმის სწორად გაძღოლის გამოცდილებას.


გადახდისუნარიანობა/ ლიკვიდაცია

საქმიანობის შეწყვეტა ბიზნესის ციკლის ერერთი ბუნებრივი ნაწილია. გადახდისუუნარობის, ლიკვიდაციის თუ რეორგანიზაციის საკითხებში ნაკაშიძე და პარტნიორების  დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე,  დამსახურებულად დავიმკვიდრეთ თავი ქართულ ბაზარზე, როგორც ამ სფეროს მოწინავე სპეციალისტმა.


კორპორატიულ საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება მოიცავს:

  • იურიდიულ კონსულტაციებს ინკორპორაციამდე;
  • რეგისტრაციას / ცვლილებებს რეგისტრაციის დეტალებში;
  • ფილიალების დაფუძნებას / წარმომადგენლობის გახსნას;
  • საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაციას;
  • საგადასახადო საქმისწარმოებას მოლაპარაკების და  დავების ჩათვლით;
  • საწესდებო კაპიტალის გაზრდას / შემცირებას;
  • წესდების მომზადებას;
  • პარტნიორთა შეთანხმების მომზადებას;
  • გარიგების სტრუქტურირებას;
  • აქციების შეძენის ხელშეკრულების მომზადებას და მასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვას;
  • ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მომზადებას;
  • საფუძვლიანი კვლევითი დოკუმენტის მომზადებას;
  • სრულ სამართლებრის დახმარებას გადახდისუუნარობის/ რეაბილიტაციის პროცესში;
  • სრულ სამართლებრივ დახმარებას ლიკვიდაციის/ რეორგანიზაციის საკითხში;
  • აქტების,ბრძანებების,განცხადებების, მიმართვების,საჩივრების,სარჩელის, შესაგებლის და სხვა ნებისმიერი შესაბამისი სამართლებრივი საბუთების მომზადებას;
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები