Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ ნაწილდება ალიმენტის თანხა თუ ოჯახი მრავალშვილიანია

როგორ ნაწილდება ალიმენტის თანხა თუ ოჯახი მრავალშვილიანია


განქორიწნების დროს ხშირად ცოლ-ქმარს შორის დავები წარმოიშვება.გასარკვევი ხდება ქონების განაწილება ,შვილების მიმართ ვალდებულებები, ალიმენტი და ა.შ. ამ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე გვპასუხობს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

-როგორ ხდება ალიმენტის ოდენობის შეთანხმება მეუღლეებს შორია?

-ალიმენტის რაოდენობაზე მეუღლეები შესაძლოა მარტივად შეთანხმდნენ წერილობით და ნოტარიუსის საშუალებით დაამოწმონ ხელმოწერა. მაგრამ თუ მეუღლეები ვერ თანხმდებიან ,ერთ მათგანს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

ალიმენტი მაინც ეკისრება მშობელს,მიუხედავად იმისია რეგისტრიტრბულ ქორწინებაშია თუ არა.

-საინტერესოა,როგორ განაწილდება ალიმენტის თანხა თუ ოჯახი მრავალშვილიანია ?

-ალიმენტის ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას წყვეტს სასამართლო. კონკრეტული ციფრის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ყველა გარემოებას, პრიორიტეტულია არასრულწლოვანის საჭიროებები და მათში თითოეული მშობლის მონაწილეობის წილი. თუ, ვთქვათ, მშობლებს სამი შვილი ჰყავთ, სასამართლო გამოარკვევს თითოეულისათვის საჭირო თანხას, რაშიც მოიაზრება არსებითად კვება, ტანსაცმელი, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევები, გადაადგილების ხარჯი და არა სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეებში გაწევრების საფასური, დასვენება და ა.შ. ასევე გამოარკვევს მშობლების საერთო შემოსავალს და მათ სოციალურ მდგომარეობას და ამ ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით გასაზღვრავს თითოეული შვილისათვის საალიმენტო თანხას. თუნდაც მშობელი შრომისუუნარო იყოს, მას ალიმენტი დაეკისრება, რადგან ალიმენტი კანონიერი ვალდებულებაა მშობლისა არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

-თუ წყვილი არ ყოფილა რეგისრირებულ ქორწინებაში,აქვს უფლება მეუღლეს მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება?

-დიახ,უფლება აქვს.ალიმენტი ეკისრება ბიოლოგიურ მშობელს.

-გვესაუბრეთ განქორწინების დროს როგორ ხდება ქონების განაწილება?

-განქორწინებისას და განქორწინების მიუხედავად, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ნახევარზე საკუთრების მიღების უფლება აქვს მეუღლეს, შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის გზით. განქორწინებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ მეუღლეები ერთმანეთის მიმართ ქონებრივი უფლებების განხორციელების შესაძებლობას კარგავენ, მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის გამო.

-როდესაც ბავშვს სურს ერთ-ერთ მშობელთან დარჩენა ,გაითვალისწინებს სასამართლო მის აზრს?

- სასამართლო 4-5 წლის ასაკიდან დაკითხავს ხოლმე არასრულწლოვნებს და არკვევს მათ სურვილს, თუ რომელ მშობელთან სურთ ცხოვრება და არსებითად მათი სურვილის გათვალისწინებით წყვეტს საკითხს. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა გამომდინარეობს არასრულწლოვანების და არა მშობლების ინტერესებიდან და აქ თუ საუბარი არაა მშობლის უფლების ჩამორთმევაზე და არსებითად მძიმე რეალობაზე (ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ საშუალებებზე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რის გამოც მშობელი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს შვილებს, ოჯახს და აყენებს მათ ფსიქოლოგიურ ტრამვას) საკიათხს თუ სად იცხოვრებენ არასრულწლოვნები სასამართლო წყვეტს მათი სურვილის მიხედვით და არა მშობლების არჩევანით.

-როცა ოფიციალურად არ არიან ქორწინებაში, არც შვილები ყავთ, მაგრამ დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან, ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ კანონით ძმიშვილები არიან მემკვიდრეები? 

-მეუღლეთა შორის სამართლებრივი უფლებები წარმოიშობა მხოლოდ მათ შორის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ანუ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, თანაცხოვრების წლების რაოდენობის მიუხედავად, ქონების ნახევარზე მესაკუთრედ ცნობას და ასევე სამკვიდრო წილს გარდაცვლილის ქონებიდან ვერ მოითხოვს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები