Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საოჯახო დავები-გვპასუხობს ადვოკატი

საოჯახო დავები-გვპასუხობს ადვოკატი


საოჯახო დავებთან დაკავშირებულ  ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

-თავდაპირველად დავაზუსტოდ, რა საკითხებს მოიცავს საოჯახო დავები და  რა ტიპის პრობლემები გვხვდება ყველაზე ხშირად?

-პასუხი : საოჯახო დავებში შედის ის საკითხები,რომლებიც ოჯახს უკავშირდება.ყველაზე ხშირად მოგვმართავენ არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებით,ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით,როგორ ხდება ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა და ა.შ

-როდის უწევს სასამართლოსთვის მიმართვა მშობელს?

-პასუხი : ეს საჭირო ხდება მაშინ,როდესაც მეორე მშობელი ბავშვის გაშვებაზე თანახმა არ არის.ამ დროს სასამართლოს გზით მას ეზღუდება მშობლის უფლებები ან ნაწილში. 16 წელს მიღწეული ასაკის ბავშვს კი შეუძლია ერთი მშობლის თანხმობითაც აიღოს პასპორტი.

-და რა ხდება მაშინ როდესაც მშობლები განქორწინდნენ,ვისთან რჩებიან ბავშვები?

-პასუხი : განქორწინების შემთხვევაში ბავშვები რჩებიან ერთ-ერთ მშობელთან (პრაქტიკაში ძირითადად დედასთან) და ხშირია, როცა ის მეორე მშობელს უზღუდავს, ან საერთოდ არ აძლევს საკუთარ შვილთან ურთიერთობის უფლებას. ამ დროს არა მხოლოდ მშობლის, არამედ ბაშვის უფლებებიც ირღვევა რადგან ბავშვს აქვს უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ასეთ დროს მიმართავენ სასამართლოს და განსაზღვრავენ  ბავშვის ნახვის დღეებს, ბავშვის საკუთარ საცხოვრებელში წამოყვანის დროს, ბავშვის სასეირნოდ წაყვანის,  ბავშვის დასასვენებლად წაყვანის დროებს და ა.შ.

- ვინ უნდა გადაწყვიტოს რომელ მშობელთან დარჩება ბავშვი?

-პასუხი : მშობლებს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები ეკისრებათ, ისინი თავად განსაზღვრავენ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილს და თუ მათ შორის წარმოიშვება დავა აღნიშნულ საკითხზე, ამ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელ ადგილს ადგენს სასამართლო, ერთ-ერთი მშობლის სარჩელის საფუძველზე. სასამართლო დავის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

-გასაგებია.ალიმენტის თაობაზე რას გევტყვით?

-პასუხი : ალიმენტის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს და მათ მიერ გადახდის შეუძლებლობის შემთხვევაში ის შეიძლება, დაეკისროს ბებიასა და ბაბუას.საქართველოში ძირითადად გვაქვს ალიმენტის გადახდის მამისათვის დაკისრების პრაქტიკა

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.ალიმენტის ოდენობა ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები