Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა არის ლეგატი

რა არის ლეგატი

 

ანდერძი, ხშირ შემთხვევაში, არა ერთი, არამედ რამდენიმე პირის სასარგებლოდ დგება. როდესაც მოანდერძეს აქვს სურვილი მემკვიდრეს რაიმე ვალდებულების შესრულება დააკისროს ,საქმე გვაქვს ლეგატთან ,ანუ საანდერძო დანაკისრთან .ის ძირითადად განიხილება ანდერძთან ერთად.

ანდერძის მიღებისათვის საჭიროა პირის ნება, მიიღოს ანდერძი და ქონებასთან ერთად იგი ღებულობს ვალდებულებას, რომელიც უნდა შეასრულოს.

საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს მიმღებისათვის სამკვიდროში შემავალი ქონების გადაცემა სხვა პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში. შესაძლოა, განსაზღვრული იყოს რაიმე სამუშაოს შესრულება ან რაიმე სახის მომსახურების გაწევა.

საანდერძო დანაკისრის ფარგლები არ უნდა აღემატებოდეს მოანდერძის მიერ დატოვებულ ქონებას. დანაკისრის ზღვარის დადგენისას უნდა მოხდეს ვალის გათვალისწინებაც. დატოვებულ ქონებას უნდა გამოაკლდეს ვალის რაოდენობა და დარჩენილ ქონებით უნდა შემოიფარგლოს საანდერძო დანაკისრი.

საანდერძო დანაკისრის მიმღებ მხარესთან შესაძლოა დავა წამოიწყოს კანონისმიერმა მემკვიდრემ ან იმ პირმა, ვის სასარგებლოდაც უნდა შესრულებულიყო საანდერძო დანაკისრი. ვინაიდან, არის შემთხვევები, როდესაც ანდერძით მემკვიდრე ქონებას ღებულობს, მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას კი არ ასრულებს.

თუ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა, ან მან მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა, მაშინ საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს, – თუ ანდერძიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები