Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რას ითვალისწინებს დამცავი ორდერი ?

რას ითვალისწინებს დამცავი ორდერი ?


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21(15) დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები :

1. დამცავი ორდერის წარმოება ხდება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება წარმოებულ იქნეს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

2. დამცავ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს;ე) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საკითხები.

3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის;ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ლ) (ამოღებულია - 20.09.2019, №5025); მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

4. დამცავ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად.

5. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ჰბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება დამცავი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, დამცავი ორდერის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დამცავ ორდერთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მხარეებს ჰბარდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

7. დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები