Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21(14)  შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი:

1. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელი წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) სარჩელის შემტანი პირის სახელსა და გვარს; ბ) სარჩელის შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; გ) ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; დ) ცნობებს მოძალადის, მსხვერპლის და მათი ურთიერთობის შესახებ; ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს; ვ) შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნას; ზ) მოსარჩელის ხელმოწერას.

4. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

5. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, თანდართულ მასალებთან ერთად უგზავნის შემაკავებელი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოს, აგრეთვე დაინტერესებულ პირს, რომლის დასაცავადაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, და აძლევს მათ უფლებას, სარჩელთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და მტკიცებულებები წარადგინონ.

6. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

7. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

8. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას.

9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.

10. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

11. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 

13. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედებას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები