Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე არჩეულია

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე არჩეულია


საპროკურორო საბჭომ ახალ თავმჯდომარედ პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი ერთხმად აირჩია.

სხდომას საპროკურორო საბჭოს 15 წევრი ესწრებოდა. ფარული კენჭისყრით, კანდიდატმა 15 ხმით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ორი წლის ვადით დაიკავა.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება.

საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებია: კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ; ექვს თვეში ერთხელ, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; წარდგენილ ანგარიშში გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრის, პროკურატურის საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხელის შემწყობი რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისთვის წარდგენა; საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის თანამშრომელთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და დებულებით, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო.



დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები