Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სასამართლოს მიერ ბავშვის ნახვის დღეებისა და საათების განსაზღვრა

სასამართლოს მიერ ბავშვის ნახვის დღეებისა და საათების განსაზღვრა


არასრულწლოვან შვილთან მშობლის ურთიერთობის მოწესრიგება საოჯახო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

განქორწინების შემდეგ, როდესაც მშობლები აღარ ცხოვრობენ ერთად, ისინი ვერ თანხმდებიან ბავშვთან ურთიერთობის წესსა და პირობებზე.  ხშირად, ბავშვები რჩებიან დედასთან და ზოგჯერ მამას ეზღუდება ან საერთოდ ერთმევა საკუთარ შვილთან ურთიერთობის უფლება დედის მიერ. 

ასეთ დროს, აუცილებელი ხდება სასამართლოსათვის მიმართვა და მისი მეშვეობით ბავშვთან ურთიერთობის წესების განსაზღვრა. ადვოკატები ითხოვენ ბავშვთან სხვადასხვა სახით ურთიერთობის სასამართლოს მეშვეობით განსაზღვრას. სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებს, ბავშვის ნახვის საათებს, მის საცხოვრებელ ადგილს, ბავშვის სასეირნოდ წაყვანის, არდადაგებსა და დღესასწაულებზე ბავშვის დასასვენებლად ან განსაზღვრულ ადგილას წაყვანის დროებს და სხვა.

სასამართლოში, ამ ტიპის საქმის განხილვისას საქმის წარმოების ეტაპში მონაწილეობს ასევე სოციალური სამსახურის სპეციალისტი - სოციალური მუშაკი, რომელიც ამოწმებს ორივე მშობლის საცხოვრებელ პირობებს და ახდენს მათთან გასაუბრებას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზედაც საბოლოოდ დგება დასკვნა. მის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღწერილი გარემოებების, საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბავშვის ინტერესების შესაბამისად, სასამართლო ადგენს მშობლის ბავშვთან ურთიერთობის წესს.ზოგიერთ შემთხვევაში საქმეში ბავშვთა ფსიქოლოგიც ერთვება.

ჩვენი კომპანიის სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს ინტერესებს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისა და არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საქმეებზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები