iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სისხლის სამართალი » პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო
იურიდიული სტატია

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო

19-12-2023, 13:38 სისხლის სამართალი / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 156 ნახვა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი, დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, აწვდიდა ყალბ ინფორმაციას თავისი ოჯახის წევრების მიერ თითქოსდა წარმოებული სამშენებლო საქმიანობის შესახებ და ჰპირდებოდა თბილისსა და ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართების საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გადაცემას.


აღნიშნულის სანაცვლოდ 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული თანხის აზარტული თამაშების კომპანიებში გადარიცხვითა და თანხის გარკვეული ოდენობის კვლავ საბანკო ანგარიშზე დაბრუნებით, სხვის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენითა და რეგისტრაციით, განახორციელა უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა. შენიღბა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო და რეალური მესაკუთრე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.


მოქალაქეთა ნდობის მოპოვებისა და დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, იგი სარგებლობდა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.


თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.



შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სისხლის, სისხლის სამართლის საქმეების, სისხლის ადვოკატები, სისხლის სამართლის საქმე ადვოკატი, სისხლის სამართლის ადვოკატი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის საქმე, სისხლისამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სისხლის სამართლის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


2 პირს პატიმრობა მიესაჯა | ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი გადმოარიცხინეს

2 პირს პატიმრობა მიესაჯა | ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე

ვრცლად

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავა

ვრცლად

პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია "ვივა ვაკის" დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია "ვივა ვაკის" დირექტორს მოქალაქეთა დიდი

ვრცლად

ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც მანქანების ჩამოსაყვანი ფული მიითვისა - პროკურატურა

ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც მანქანების ჩამოსაყვანი ფული მიითვისა - პროკურატურა

ვრცლად

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp