iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ხარჯთაღრიცხვის სამართლებრივი ბუნება
იურიდიული სტატია

ხარჯთაღრიცხვის სამართლებრივი ბუნება

28-04-2023, 18:08 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 162 ნახვა
ხარჯთაღრიცხვის სამართლებრივი ბუნება

ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, როდესაც ხორციელდება რთული სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოიცავს ცალკეულ ეტაპებს, ხასიათდება კომპლექსურობით და მრავალი დეტალით. მაგალითად, ხარჯთაღრიცხვის შედგენა აუცილებელია სამშენებლო მომსახურებებთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში.

ხარჯთაღრიცხვაში განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და საფასური. ის ხელშეკრულებას დაერთვის თან, როგორც დანართი და მისი განუყოფელი ნაწილია.

როცა ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს რთული სამუშაოების შესრულებას (მაგ. მშენებლობა), ნარდობის ხელშეკრულებას თან უნდა ერთვოდეს სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის საჭიროა ხარჯთაღრიცხვის შედგენა (მყარი ან მიახლოებითი). ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები ითვალისწინებენ შემკვეთის მიერ შენობის მიღების ვალდებულებას, რაც მიღება–ჩაბარების აქტებით ხორციელდება.

მყარი ხარჯთაღრიცხვით ზუსტადაა განსაზღვრული სამუშაოს საფასურის მოცულობა. მყარი ხარჯთაღრიცხვისას, საფასური არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. არსებობს გამონაკლისი, როცა შეიძლება მისი შემცირება/გაზრდა: მასალების, მოწყობილობების, მომსახურეობის ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის შემთხვევაში, სამუშაოს შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურების ოდენობის გაზრდა, ხოლო თუ შემკვეთი უარს იტყვის, მაშინ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი.

მიახლობითი ხარჯთაღრიცხვა სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს/შემცირდეს. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ წინასწარი შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაზრდილი ხარჯების გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

ისეთი ხარჯების ზრდის შესახებ, რომელთა წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, სამუშაოს შემსრულებელმა უნდა დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემკვეთს. თუ შეტყობინების შედეგად, შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვის უმნიშვნელოდ გადაჭარბებას, იგი უნდა ანაზღაურდეს იმ პირობით, თუ შემკვეთს დროულად ეცნობა. დავის თავიდან აცილებისთვის ხარჯთაღრიცხვაში შეიძლება გაითვალისწინონ დამატებითი ხარჯების დასაფარი ფულადი რეზერვები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ხარჯთაღრიცხვა, იურიდიული მნიშვნელობა, სახელშეკრულებო, ურთიერთობები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხარჯთაღრიცხვის შედგენა აუცილებელია სამშენებლო მომსახურებებთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში

ხარჯთაღრიცხვის შედგენა აუცილებელია სამშენებლო მომსახურებებთან დაკავშირებული ნარდობის

ვრცლად

რა წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების საგანს?

რა წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების საგანს?

ვრცლად

როგორ განვასხვავოთ ნარდობის ხელშეკრულება ნასყიდობისგან

როგორ განვასხვავოთ ნარდობის ხელშეკრულება ნასყიდობისგან

ვრცლად

მენარდე და შემკვეთი

მენარდე და შემკვეთი

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp