iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ბათილი გარიგების სახეები
იურიდიული სტატია

ბათილი გარიგების სახეები

15-03-2023, 14:16 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 1 258 ნახვა
ბათილი გარიგების სახეები

ბათილი გარიგების სახეები

იმის გამო, რომ გარიგების ბათილობის მიზეზი, მოსალოდნელი შედეგი და გამოსწორების შესაძლებლობა სხვადასხვაა, კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ბათილობის სხვადასხვა ფორმებს.

უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება

ისეთ გარიგებებს, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, კანონი უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებას უწოდებს. იგი ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრი და კატეგორიული ფორმაა. ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ. ასეთი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მომქედება და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება.

ნაწილობრივად ბათილი გარიგება

ნაწილობრივად ბათილია გარიგება, რომელიც მთლიანობაში შეიძლება იყოს ნამდვილი, მაგრამ მისი ესა თუ ის ნაწილი სამართლებრივად უვარგისია.

მერყევად ბათილი გარიგება

მერყევად ბათილია გარიგება, რომელიც, მართალია, დადების მომენტში ბათილია, მაგრამ მისი უფლებამოსილი პირის მიერ მოწონების შემთხვევაში ნამდვილად იქცევა. მაგალითად, არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული ორმხრივი გარიგება (ხელშეკრულება) არის მერყევად ბათილი. თუ მისი დადების შემდეგ კანონიერი წარმომადგენელი მას მოიწონებს, იგი ნამდვილი გახდება.

საცილო გარიგება

თუ გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების (ე.ი. მისი გაუქმების მოთხოვნის) შემდეგ ძალას კარგავს, ეწოდება საცილო გარიგება. მისი ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, გაასაჩივრებს (შეეცილება) თუ არა გარიგების მხარე ან უფლებამოსილი პირი ამ გარიგებას. თუ ეს მოხდა, მაშინ გარიგება დადების მომენტიდანვე ჩაითვლება ბათილად.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უცილოდ ბათილი(არარა) გარიგებები

უცილოდ ბათილი(არარა) გარიგებები

ვრცლად

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

ვრცლად

შემთხვევები როცა ბათილია დადებული გარიგება

შემთხვევები როცა ბათილია დადებული გარიგება

ვრცლად

შეცილების უფლება

შეცილების უფლება

ვრცლად

გარიგება

გარიგება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp