iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ფორს-მაჟორის შედეგები ხელშეკრულებებში
იურიდიული სტატია

ფორს-მაჟორის შედეგები ხელშეკრულებებში

2-01-2021, 18:33 სახელშეკრულებო სამართალი 856 ნახვა
ფორს-მაჟორის შედეგები ხელშეკრულებებში

კორონავირუსის ამჟამინდელმა პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა გლობალურ ბაზრებს.ბოლო მონაცემებით მსოფლიო მნიშვნელოვნად განიცდის მიწოდების სისტემის დარღვევებს,რაც დაკავშირებულია პანდემიასთან, მსოფლიოში ბიზნესის 60% ექვემდებარება შეფერხებების ბრძანებებს ჩინეთიდან .

” ფორსმაჟორული მოვლენები კონტრაქტებში ” წარმოადგენს კორონავირუსის (COVID-19) ფორსმაჟორული პუნქტების გავრცელებას ამ კონტრაქტებში,

  • შესრულების შეჩერება;
  • კონსულტაციის / დისკუსიის საჭიროება და
  • კონტრაქტების შეწყვეტა საერთოდ.

კორონავირუსის სიმძიმისა და გავრცელების სიჩქარე სწრაფად იზრდება, და ყოველდღიურად უფრო მეტი ბიზნესი და ინდუსტრია მოქმედებს, იზრდება კონტრაქტების მოცულობაც, რომლებმაც შეიძლება ფორსმაჟორული დებულებების გადახედვა მოითხოვონ. თუ გსურთ გაიგოთ მეტი COVID-19- ის პოტენციური გავლენის შესახებ თქვენს ან თქვენი კლიენტების ორგანიზაცია (ორგანიზაციებზე), დაგვიკავშირდით.

ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა (ემბარგო) და სხვა.

აღიშნული ინსტიტუტი, ერთგვარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს იმ ხელშემკვრელი მხარისთვის, რომელიც გარემო პირობებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკურლბით ნაკისრი ვალდებულება. სწორედ მისი მოქმდების პირობებში, მხარე თავისუფლდება ხელშეკრულების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება არ უნდა შესრულდეს.

აღსანიშნავია,რომ ფორს-მაჟორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ტერმინის განმარტების არარსებობა. ფორს-მაჟორის ცნების განსაზღვრა, მთლიანად მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი.

პრობლემატურია, აგრეთვე, ხელშეკრულების ბუნდოვანი დათქმები. ფორს-მაჟორი, იმ სამართლებრივ ინსტიტუტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ზუსტი და ამავდროულად მოქნილი უნდა იყოს, რათა კონტრაჰენტებმა სასურველისგან საპირისპირო შედეგები არ მიიღონ. არა მარტო ფორს-მაჟორის დათქმის ხელშეკრულებაში ასახვისგან თავის შეკავება, არამედ დებულების არასწორი ფორმულირებაც მხარეებს ხშირად აყენებს პრობლემების წინაშე.

ყოველი შეუქცევადი გარემოება არ შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, მას ახასიათებს თავისი წინაპირობები, რაც აუცილებელია გარემოების ფორს-მაჟორად განხილვისთვის და მხარის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად: ა) გარე ფაქტორი - შემთხვევა ხელშემკვრელ მხარეთა კონტროლს მიღმა უნდა იყოს, ბ) არაპროგნოზირებადობა - შემთხვევა არ უნდა იყოს განჭვრეტადი/პროგნოზირებადი/მოსალოდნელი და გ) გადაულახავი - შემთხვევა არის გარდაუვალი.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, არის თუ არა ფორს-მაჟორი?

შექმნილი ვითარების მიუხედავად, მისი გამოწვევებისა და შედეგების გათვალისწინებით, ფორს-მაჟორი არ არსებობს, რომლის არსებობისთვის, საჭიროა კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული აქტი ფორს-მაჟორის თაობაზე. პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის არარსებობა, საკითხის მიმართ ეროვნული დონის სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები, ფორს-მაჟორული გარემოებების შეფასება მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა ნების საფუძველზე, რაც, სამართლებრივი დავის პირობებში, დადასტურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ამყოფებს მომჩივან მხარეს.

არა, მიუხედავად იმისა, რომ „COVID-19“-ის გავრცელება, შესაძლოა, მხარეთა კონტროლს მიღმა არსებობდეს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ის არ წარმოადგენს გარდაუვალ მოვლენას და ამავე დროს, შესაძლებელია იყო მისი პროგნოზირებაც აუცილებელია მისი დადასტურება სათანადო ორგანოს საშუალებით.

საქართველოში მოქმედი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ 2012 წლის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირების ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, ახდენს ფორს-მაჟორული გარემოებების დამოწმებას.

შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ ფორს-მაჟორის ხელშეკრულებაში გაწერის ზუსტ ფორმულირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მხარეთათვის ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ფორს-მაჟორული დათქმის არარსებობა, არამედ ბუნდოვანი და არაზუსტი ჩანაწერიც. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაში არსებული ფორს-მაჟორული დათქმა უნდა შეიცავდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ ზუსტ და მოქნილ ჩანაწერს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, შეუტყობინებლობის ან დაგვიანებული შეტყობინების შედეგები, ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მისი თანმდევი იურიდიული შედეგი.

სასამართლო „ბრმად“ არ უნდა დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების ფაქტსა და თუნდაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნის არსებობას. სასამართლომ თითოეულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების გართულებასა და ფორს-მაჟორულ გარემოებას შორის. ასევე ფორს-მაჟორის ამოქმედების ისეთი აუცილებელი იურიდიული წინაპირობები, როგორიცაა გადაულახავობა და მხარის კონტროლს მიღმა არსებობა, რის საფუძველზეც შეძლებს საფუძვლიან მსჯელობას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანხვედრაში იქნება კერძო სამართლის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიც ფორს-მაჟორია.

ჩვენ გვენდობა მსოფლიოს უდიდესი კომერციული ფირმები.ჩვენი გუნდი მზად არის ყველა კომერციული კონტრაქტის განსახილველად, რომელშიც მონაწილეობს მინიმუმ ერთი ჩინური სუბიექტი და შეიცავს ფორსმაჟორულ დებულებებს ამ შედეგების იდენტიფიცირების, კატეგორიზაციასა და ანალიზისს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: კორონავირუსის ამჟამინდელმა პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა გლობალურ ბაზრებს.ბოლო მონაცემებით მსოფლიო მნიშვნელოვნად განიცდის მიწოდების სისტემის დარღვევებს, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან, მსოფლიოში ბიზნესის 60% ექვემდებარება შეფერხებების ბრძანებებს ჩინეთი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა არის დაუსრულებელი ხელშეკრულება?

რა არის დაუსრულებელი ხელშეკრულება?

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

ვრცლად

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

ვრცლად

საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

ვრცლად

როგორ ხდება ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვება საქართველოში?

როგორ ხდება ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვება საქართველოში?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp