Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ნანა ნაკაშიძემ მიიღო აკრედიტაცია Camera di Commercio Roma-ში

ნანა ნაკაშიძემ მიიღო აკრედიტაცია Camera di Commercio Roma-ში


ნანა ნაკაშიძემ მიიღო აკრედიტაცია Camera di Commercio Roma-ში


საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ მტკიცედ განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და პროფესიონალიზმის დამტკიცებას. კომპანიის იტალიის ფილიალის ხელმძღვანელმა, ნანა ნაკაშიძემ, მიიღო Camera di Commercio Roma-სგან Periti ad Esperti კატეგორიაში აკრედიტაცია, რაც მას ანიჭებს უფლებას, იტალიურ-ქართული თარგმნის მიმართულებით სერტიფიცირებული ექსპერტის სტატუსით იმოქმედოს. აღნიშნული მიღწევა არა მხოლოდ კომპანიის კომპეტენციას უსვამს ხაზს, არამედ აძლიერებს მის რეპუტაციას ევროპულ ბაზარზე.


Camera di Commercio Roma იტალიის ერთ-ერთი გავლენიანი სავაჭრო-სამრეწველო პალატაა, რომელიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს სერტიფიცირებას ახორციელებს. ნანა ნაკაშიძის მიერ მიღებული აკრედიტაცია ადასტურებს მის კომპეტენციას, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, მოემსახუროს ფართო სპექტრის კლიენტებს იტალიასა და საქართველოს შორის.


აღნიშნული აკრედიტაცია ადასტურებს კომპანიის: ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც თავისთავად ზრდის კლიენტების ნდობას იურიდიულ და ბიზნეს თარგმანებში და ასევე ხსნის დამატებით საბაზრო შესაძლებლობებს იტალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში.


საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ მომსახურებას სთავაზობს:

  • იურიდიულ პირებს - ადვოკატებს, ბიზნესის მფლობელებს, კომპანიებს, რომლებიც საჭიროებენ ოფიციალური დოკუმენტების მაღალ დონეზე თარგმნას.
  • ბიზნეს კლიენტებს - კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტრანსნაციონალურ ოპერაციებს იტალია-საქართველოს მიმართულებით.
  • ფიზიკურ პირებს - ემიგრანტები, სტუდენტები ან მოქალაქეები, რომლებსაც სჭირდებათ პირადი დოკუმენტების თარგმანი.


ნანა ნაკაშიძის მიერ მიღებული აკრედიტაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას კომპანიისთვის, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. „ნაკაშიძე და პარტნიორები“ განაგრძობს მაღალი ხარისხის იურიდიული და თარგმნის სერვისების მიწოდებას, რაც კომპანიის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო განამტკიცებს.


თუ თქვენ გჭირდებათ პროფესიონალური, სანდო და აკრედიტირებული თარგმანი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. 
ნანა ნაკაშიძის Camera di Commercio Roma-ს მიერ გაცემული აკრედიტაციის ნომერია: 2634.

ვულოცავთ ნანა ნაკაშიძეს და მთელ გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები