iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მიწის რეგისტრაცია » მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2026 წლის 01 იანვარს სრულდება - რას უნდა მოასწროს მოქალაქემ 2026 წლამდე
იურიდიული სტატია

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2026 წლის 01 იანვარს სრულდება - რას უნდა მოასწროს მოქალაქემ 2026 წლამდე

16-12-2025, 21:31 მიწის რეგისტრაცია / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / უძრავი ქონების რეგისტრაცია 32 ნახვა
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2026 წლის 01 იანვარს სრულდება - რას უნდა მოასწროს მოქალაქემ 2026 წლამდე

საქართველოში მიწის საკუთრების მოწესრიგებისკენ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა დასკვნით ეტაპზე გადადის. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა ოფიციალურად სრულდება 2026 წლის 1 იანვარს, რაც მნიშვნელოვნად ცვლის მიწის რეგისტრაციის წესებსა და მოქალაქეთა შესაძლებლობებს.

რეფორმის არსი და მიზანი

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია:

ა) მიწის საკუთრების უფლების დაზუსტება;

ბ) საკადასტრო მონაცემების სრულყოფა;

გ) საკუთრების უფლების სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) მიწის ბრუნვისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.

2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით:

სახელმწიფომ სრულად უფასოდ აზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი;

აზომილი მიწის ჯამურმა ფართობმა შეადგინა 1 101 570 ჰექტარი;

საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად 1 469 581 მოქალაქე გახდა მიწის მესაკუთრე;

ქვეყნის საკადასტრო დაფარულობამ 95%-ს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაჩვენებელია.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ:

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ყველა განაცხადი, რომელიც მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ან ვებპორტალზე slr.napr.gov.ge წარადგინეს ან რეფორმის დასრულებამდე წარადგენენ,

განიხილება 2026 წლის განმავლობაში, სისტემური რეგისტრაციის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ასეთ შემთხვევებში მოქალაქეები კვლავ ისარგებლებენ კანონით გათვალისწინებული უფასო მომსახურებებით.

თუ ვერ ისარგებლეთ რეფორმით 2022–2025 წლებში

კანონმდებელი ითვალისწინებს იმ მოქალაქეთა ინტერესებსაც, რომლებმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს მიწის რეგისტრაცია რეფორმის მოქმედების პერიოდში.

ასეთ პირებს:

ა) 2026 წლის 1 იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ,

ბ) მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნა წარადგინონ სპორადული წესით,

გ) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სპორადული რეგისტრაცია უკვე სისტემური რეფორმისგან განსხვავებულ პირობებსა და ხარჯებს უკავშირდება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა განხორციელდა:

ა) მთელი ქვეყნის მასშტაბით;

ბ) 59 მუნიციპალიტეტში;

გ) თვითმმართველი ქალაქების გარდა.

თუ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ჯერ კიდევ არ გაქვთ დასრულებული - ახლა მოქმედების საუკეთესო დროა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, მიწის რეგისტრაცია 2026, საჯარო რეესტრი მიწა, მიწის უფასო რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვა, მიწის მესაკუთრე, სპორადული რეგისტრაცია, მიწის რეგისტრაცია, საჯარო რეესტრი, მიწის საკუთრება, საკადასტრო მონაცემები, აზომვა, სისტე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე

ვრცლად

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

ვრცლად

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამგეგმავების დასაქმებას აგრძელებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამგეგმავების დასაქმებას აგრძელებს

ვრცლად

ასპინძის და ბოლნისის მუნიციპალიტეტი / სასწრაფოდ გაადამოწმეთ: მიწა და სახლი!

ასპინძის და ბოლნისის მუნიციპალიტეტი / სასწრაფოდ გაადამოწმეთ: მიწა და სახლი!

ვრცლად

მიწის სისტემური რეგისტრაცია, შედეგები გამოქვეყნდა

მიწის სისტემური რეგისტრაცია, შედეგები გამოქვეყნდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp