iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » სამემკვიდრო ქონების გაყოფა
იურიდიული სტატია

სამემკვიდრო ქონების გაყოფა

17-03-2023, 13:17 მემკვიდრეობა / ოჯახური დავები / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 194 ნახვა
სამემკვიდრო ქონების გაყოფა

როგორ არეგულირებს კანონი ქონების გაყოფის საკითხებს,როგორ ხდება სამკვიდროს მიღება,რომელია უკმვიდრო ქონება, ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება ჩვენი ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

-პირველ რიგში გავარკვიოთ ვინ არის მემკვიდრე?

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კანონით მემკვიდრეები პირდაპირ არიან გათვალისწინებულნი. სამკვიდრო ქონება შესაძლებელია მიიღონ, პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილებმა (მათ შორის შვილმა, რომელიც მამკვიდრებლის სიკვდილის შემდეგ დაიბადა), მეუღლემ, მშობლებმა და მშვილებლებმა; მეორე რიგის მემკვიდრეებად გვევლინებიან გარდაცვლილის დები და ძმები. ამის შემდეგ მესამე რიგის მემკვიდრეები შესაძლოა იყვნენ ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა; რაც შეეხება ბიძებს, დეიდებსა და მამიდებს, ისინი მეოთხე რიგის მემკვიდრეები არიან; ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები - მეხუთე რიგის. განსხვავებით ზემოაღნიშნული შემთხვევისა, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს შეუძლია, სიკვდილის შემთხვევაში თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ასევე გარეშე პირებსაც. შესაბამისად, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში კანონი არ ზღუდავს მემკვიდრეთა ჩამონათვალს.

-რა ვადებშია შესაძლებელი სამკვიდროს მიღება?

-მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება მაშინ, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. კანონი ასევე განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების ვადას და ადგენს, რომ ის მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში. სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეობის მიღება უნდა მოხდეს გარდაცვალების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში.

-როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუსის მიერ?

-თუ არსებობს რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს უფლება აქვს, განცხადება წარადგინოს საქართველოში ნებისმიერ ნოტარიუსთან. სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს. შესაბამისად, ნოტარიუსისთვის ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში მიმართეს მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

-რა პროცედურების გავლა უწევთ მემკვიდრეებს ქონების მისაღებად?

-მემკვიდრეებმა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართონ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით. ნოტარიუსს შესაძლოა წარედგინოს ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

-უმკვიდრო ქონება სად მიდის?

-თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, შშმ პირთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, მაშინ - მათ საკუთრებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები?

ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები?

ვრცლად

მემკვიდრეობა კანონით / მემკვიდრეებად ითვლებიან

მემკვიდრეობა კანონით / მემკვიდრეებად ითვლებიან

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

ვინ არიან კანონით მემკვიდრეები? მემკვიდრეობის მიღება

ვინ არიან კანონით მემკვიდრეები? მემკვიდრეობის მიღება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp